პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამტრედიის მუნიციპალიტეტი / სოფელი ბაში

მიმოხილვა

ბაში - სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეული ცენტრი. სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 40 მეტრზე, ქალაქ სამტრედიიდან 18 კმ-ში. სოფლის ტერიტორიაზე გადის ცენტრალური საავტომობილო ჩქაროსნული მაგისტრალი. უახლოესი რკინიგზის სადგურია „კოპიტნარი“ (5 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 3 კმ-ს.

სოფელი ბაში ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია 1578 წელს, სახელი „ბაში“ სიტყვა ბაჟიდან უნდა იყოს წარმომდგარი, ამ ადგილებში შუა საუკუნეებში საბაჟო იყო, სადაც მდინარე რიონით ამოტანილ თუ გატანილ საქონელს ბაჟს ადებდნენ.

2003 წელს სოფელში აშენდა წმინდა ნიკოლოზისა და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც ამჟამად მოქმედია.

სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს „ვარციხჰესის“ მეოთხე კასკადი, ე.წ. „ბაშჰესი“.

სოფლის ტერიტორიაზე არის გოგირდოვანი წყლის საბადო და ქვიშა-ხრეშის საბადოები.

ბაშში განვითარებულია მესიმინდეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა და მესათბურეობა.

ამჟამად სოფელ ბაშში ცხოვრობს 1263 ადამიანი.

სოფელში არის 123 წლის ისტორიის მქონე საჯარო სკოლა, ასევე საბავშვო ბაღი, სამედიცინო ამბულატორია, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, სპორტული მოედანი და საფეხბურთო მოედანი. სოფელს ჰყავს საფეხბურთო გუნდი „ბაში“, რომელიც წარმატებით ასპარეზობს სამოყვარულო ლიგაში.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, წყალმომარაგება ხდება არტეზიული და ღია ჭებიდან (ჭაში წყალი ამოდის 5-6 მეტრიდან), არის საკაბელო ინტერნეტი. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებულია, შიდა გზების ნაწილი მოასფალტებულია, ნაწილი - მოხრეშილია. შიდა გზების ნაწილი - სარეაბილიტაციოა, უახლოეს წლებში დაგეგმილია მათი რეაბილიტაცია.

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 34.09.42.001
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ბაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, ზღვის დონიდან 40 მეტრში. ნაკვეთი მდებარეობს სოფლის ცენტრიდან 4 კმ-ში, 200 მეტრში გადის ცენტრალური საავტომობილო ჩქაროსნული მაგისტრალი. უახლოესი რკინიგზის სადგურია „კოპიტნარი“ (4 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 3 კმ-ს.
  • მიწის ფართობი: 291 022.00 მ2.
  • რელიეფი: ვაკე.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლები: საყულია (5 კმ) და ფარცხანაყანები (5 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთის ნაპირას გადის გზა, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს (ჩქაროსნული მაგისტრალის გაყვანამდე ეს გზა აკავშირებდა სოფელ ბაშს სოფელ ფარცხანაყანებთან და ქ. ქუთაისთან)
    • ელექტრო სისტემა: ნაკვეთიდან 200 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: ნაკვეთზე შესაძლებელია არტეზიული და ღია ჭის გაკეთება
    • სარწყავი სისტემა: ნაკვეთის მიმდებარედ არის სარწყავი არხი
  • გამოყენების მიზნობრიობა: სასოფლო-სამეურნეო მიზნით, კერძოდ, ნიადაგის ტიპის მიხედვით რეკომენდირებულია მოცვის და სხვა კენკროვანი კულტურების გაშენება.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: აუქციონზე საწყისი ღირებულებაა 116 500 (ასთექვსმეტი ათას ხუთასი) ლარი; 1 მ2 – 0,40 ლარი (40 თეთრი).
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია: ტელ: (+995) 599 57 34 79; ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები