პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხონის მუნიციპალიტეტი / სოფელი დედალაური

მიმოხილვა

დედალაური - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის ნაპირას.

დედალაურის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრია და მის შემადგენლობაში, სოფელ დედალაურთან ერთად, შედის შემდეგი სოფლები: ბესიაური, ჩუნეში, ხარაბაული. სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 105 მეტრზე, ქ. ხონიდან 10 კმ-ში. სოფელს ემიჯნება სოფელი ცხუნკური, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (6 კმ). სოფელი დედალაური ხონი-წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო გზიდან დაშორებულია 15 კმ-ით, რკინიგზის უახლოესი სადგურიდან (სამტრედიის სადგური) – 25 კმ-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 15 კმ-ით.

სოფელში მდებარეობს XIX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის რესტავრაცია ამჟამად მიმდინარეობს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 949 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

1628

793

835

2014

 949

468

481

სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, სპორტული მოედანი (სტადიონი), სასოფლო კლუბი და ბიბლიოთეკა.

სოფელი ელექტროფიცირებულია. სოფლის 1/3 გაზიფიცირებულია და 2020 წლისთვის დაგეგმილია გაზიფიცირების დასრულება. წყალმომარაგება ხდება სოფელში არსებული ჭებიდან. გზა ხონიდან სოფლის ცენტრამდე მოასფალტებულია, სოფლის შიდა გზები მოხრეშილია, თუმცა ნაწილი საჭიროებს შეკეთებას. სოფელში არის უკაბელო ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა. იგეგმება უკაბელო ინტერნეტის ქსელის შეყვანა.

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ჩაის დეგრადირებული პლანტაციებით)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 37.06.33.002
  • ადგილმდებარეობა: სოფელი დედალაური (ჩაის მეურნეობის დასახლება, კინწურაშვილების უბანი). ზღვის დონიდან 105 მ. ნაკვეთიდან 18 კმ-ში გადის ხონი-წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო გზა, 28 კმ-ში მდებარეობს სამტრედიის რკინიგზის სადგური, 30 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • ფართობი: 181 146.00 მ2
  • რელიეფი: დამრეცი ფერდობი
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ჩაის მეურნეობა (0.5 კმ), კინწურაშვილების უბანი, სოფელ დედალაურის ცენტრამდე 3 კმ.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: მიმდებარედ გადის ასფალტირებული გზა
    • ელექტრო სისტემა: 200 მ-ით დაშორებით არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: არ არის. სასმელი წყლის მოპოვება ხდება სოფელში მდებარე ჭებიდან
    • სარწავი სისტემა: არ არის, თუმცა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მორწყვა არ არის აუცილებელი
  • გამოყენების მიზნობრიობა: პროფილის შეცვლისა და რეაბილიტაციის შედეგად, ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე (ნეიტრალურად მჟავე ნიადაგი), შეიძლება გამოყენებული იქნას მრავალწლიანი და კენკროვანი კულტურების გასაშენებლად (მაგ: მოცვი, ჟოლო, მაყვალი). ნაკვეთის მომიჯნავედ არის მიწის მეორე ნაკვეთი (ს/კ 37.06.33.003), რომელიც ასევე სახელმწიფო საკუთრებაა და იყიდება (აღწერა იხ. ქვემოთ, რესურსი #2)
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ჩაის დეგრადირებული პლანტაციებით)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 37.06.33.003
  • ადგილმდებარეობა: სოფელი დედალაური (ჩაის მეურნეობის დასახლება, კინწურაშვილების უბანი). ზღვის დონიდან 105 მ. ნაკვეთიდან 18 კმ-ში გადის ხონი-წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო გზა, 28 კმ-ში მდებარეობს სამტრედიის რკინიგზის სადგური, 30 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • ფართობი: 13 035.00 მ2
  • რელიეფი: დამრეცი ფერდობი
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ჩაის მეურნეობა (0.5 კმ), კინწურაშვილების უბანი, სოფელ დედალაურის ცენტრამდე 3 კმ.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: მიმდებარედ გადის ასფალტირებული გზა
    • ელექტრო სისტემა: 200 მ-ით დაშორებით არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: არ არის. სასმელი წყლის მოპოვება ხდება სოფელში მდებარე ჭებიდან
    • სარწავი სისტემა: არ არის, თუმცა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მორწყვა არ არის აუცილებელი
  • გამოყენების მიზნობრიობა: პროფილის შეცვლისა და რეაბილიტაციის შედეგად, ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე (ნეიტრალურად მჟავე ნიადაგი), შეიძლება გამოყენებული იქნას მრავალწლიანი და კენკროვანი კულტურების გასაშენებლად (მაგ: მოცვი, ჟოლო, მაყვალი). ნაკვეთის მომიჯნავედ არის მიწის მეორე ნაკვეთი (ს/კ 37.06.33.002), რომელიც ასევე სახელმწიფო საკუთრებაა და იყიდება (აღწერა იხ. ზემოთ, რესურსი #1)
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები