პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხონის მუნიციპალიტეტი / სოფელი დიდი გუბი

მიმოხილვა

დიდი გუბი - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში. გუბის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი. ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გუბთან ერთად შედიან შემდეგი სოფლები: პატარა გუბი, შუა გუბი. სოფელი გუბი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბის წყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 70 მ-ში და ხონის ცენტრიდან 7 კმ-ში, ქუთაისი-ხონის შიდასახელმწიფოებრივ გზაზე. სოფლიდან 12 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის სამტრედიის სადგური "ქუთაისი", 25 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

სოფელში მდებარეობს წმინდა სამების სახელობის მოქმედი ეკლესია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 793 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

816

393

423

2014

 793

393

400

სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, ბიბლიოთეკა.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება არტეზიული ჭებიდან. სოფლის ცენტრამდე გზა მოასფალტებულია, შიდა გზები ნაწილობრივ მოასფალტებული და ნაწილობრივ მოხრეშილია. იგეგმება ინტერნეტ-ქსელის შეყვანა.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: შენობის ფართობია 154 მ2, სართულების რაოდენობა - 1, ოთახების რაოდენობა - 6, ჭერის სიმაღლე - 3.80 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარეაბილიტაციო.

  • საკადასტრო კოდი: 37.12.31.372
  • ადგილმდებარეობა: სოფელი დიდი გუბი, ხონის მუნიციპალიტეტი. მდებარეობს სოფლის ცენტრში. ახლოს მდებარეობს საბავშვო ბაღი და ამბულატორია, ხონი-ქუთაისის საავტომობილო გზის მიმდებარედ (100 მ). 12 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის სამტრედიის სადგური "ქუთაისი", 25 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • ფართობი: 1 312.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: შენობამდე მისასვლელი გზა-მოხრეშილი
    • ელექტრო სისტემა: შენობაში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: ნაკვეთთან ახლოს არის არტეზიული ჭა
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია საწარმოო მიზნით, საცხოვრებლად
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ხონის მუნიციპალიტეტის მერია, თავისუფლების მოედანი N6. ტელ: (+995) 595 476 773. ელ. ფოსტა: [email protected]

 

2. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 37.12.31.399
  • ადგილმდებარეობა: სოფელი დიდი გუბი, ხონის მუნიციპალიტეტი, ზღვის დონიდან 70 მ.; სოფლის ცენტრიდან 50 მეტრში. ნაკვეთიდან 100 მეტრში გადის ხონი-ქუთაისის საავტომობილო გზა, 12 კმ-ში - რკინიგზის უახლოესი სადგური „ქუთაისი“, 25 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • ფართობი: 3 836.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: შუა გუბი (ცენტრამდე მანძილი 2 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ასფალტირებული ცენტრალური (ქუთაისი-ხონი) საავტომობილო გზის მიმდებარედ
    • ელექტრო სისტემა: ნაკვეთთან ახლოს არის ელექტრო-გაყვანილობა
    • წყალმომარაგება: 30 მეტრში არის ჭაბურღილი
    • სარწყავი სისტემა: მდებარეობს მდინარე კუხას ნაპირას
  • გამოყენების მიზნობრიობა: საწარმოს ან სხვა ობიექტის ასაშენებლად
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ხონის მუნიციპალიტეტის მერია, თავისუფლების მოედანი N6. ტელ: (+995) 595 476 773. ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები