პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბაღდათის მუნიციპალიტეტი / სოფელი დიდველა

მიმოხილვა

დიდველა - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 90 მეტრზე, ბაღდათიდან 12 კმ.

სოფელი ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაშორებულია 2 კმ-ით, უახლოესი რკინიგზის სადგურიდან 7 კმ-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 41 კმ-ით.

დიდველაში მდებარეობს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია, რომელიც 2002 წელს არის აშენებული.

სოფელში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სფერობია სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მესაქონლეობა, მემინდვრეობა, მევენახეობა. კომპანია „ბაგრატიონის“ მიერ დიდველაში საკმაოდ დიდ ფართობზე გაშენებულია ვენახის ზვრები. ცნობილია დიდველაში მოყვანილი ყურძნის, ასევე აქ დამზადებული ყველის ხარისხი. სოფელში არის სარწყავი სისტემა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  სოფლის მეურნეობის განვითარებას.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 778 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

913

439

474

2014

 778

358

420

2019 წლის მდგომარეობით, სოფელში ცხოვრობს 661 ადამიანი.

დიდველაში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი. სოფელში მიმავალი გზა ასფალტირებულია. სოფლის ცენტრალური გზა - მობეტონებული, შიდა გზები - მოხრეშილი.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია,  მოსახლეობა სასმელად იყენებს ჭის წყალს. 2020 წელს განხორციელდება სოფლის სრული ინტერნეტიზაცია. 2020 წლისთვის დაგეგმილია ასევე სოფლის შიდა გზების დიდი ნაწილის მოასფალტება.

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 30.06.31.405
  • ადგილმდებარეობა: სოფელი დიდველა, ბაღდათის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 120 მეტრი. ნაკვეთი ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაშორებულია 20 მეტრით, უახლოესი რკინიგზის სადგურიდან 6 კმ-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 39 კმ-ით.
  • ფართობი: 74 908.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ვარციხე (სოფლის ცენტრამდე - 3 კმ), სოფელ დიდველა (სოფლის ცენტრიდან - 2,5 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის ასფალტირებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: ნაკვეთის მიმდებარედ არის ელექტრო ენერგია
    • წყალმომარაგება: ნაკვეთიდან 1 კმ-ში არის სასმელი წყალი
    • გაზგაყვანილობა: ნაკვეთიდან 1 კმ-ში არის გაზ-გაყვანილობის სისტემა
    • სარწყავი სისტემა: ნაკვეთის მიმდებარედ არის სარწყავი სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია საწარმოო მიზნით, სასტუმროდ ან რესტორანის სახით გამოსაყენებლად.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური საკუთრება.
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ღირებულება 58 000 (ორმოცდათვრამეტი ათასი) ლარი (1 მ2 – 0.8 ლარი).
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა. შესაძლებელია აღნიშნული ნაკვეთი დაიყოს და გაიყიდოს რამდენიმე ნაწილად.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები:  ბაღდათის მუნიციპალიტეტი. ტელეფონი: (+995) 591 90 90 05 (ცხელი ხაზი). ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები