პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხონის მუნიციპალიტეტი / სოფელი გოჩაჯიხაიში

მიმოხილვა

გოჩაჯიხაიში - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე ზღვის დონიდან 87 მეტრი, ქალაქ ხონიდან 6 კმ-ში. სოფელში გადის შიდა საუბნო გზა- ხონი - გოჩაჯიხაიში. სოფელს ესაზღვრება სოფელები: პატარა ჯიხაიში (4 კმ.), სოფელი ივანდიდი (4 კმ.), სოფელი გუბი (4 კმ.), სოფელი დიდი ჯიხაიში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი (3 კმ). სოფლიდან 13 კმ-ში გადის ცენტრალური საავტომობილო გზა (ავტობანი), 11 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის უახლოესი სადგური „იანეთი“ და 15 კმ-ში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

სოფელში ფუნქციონირებს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი.

სოფლის მეურნეობის მაპროფილებელი დარგებია: მეხილეობა, მეცხოველეობა, მარცვლეულის დამზადება, მეფუტკრეობა, ბაღჩეული კულტურების წარმოება. 70 ჰა ჩაის პლანტაციიდან 20 ჰა საკრეფ მდგომარეობაშია, 50 ჰა საჭიროებს რეაბილიტაცას. არსებობს რამდენიმე სასათბურე მეურნეობა (პომიდორი, კიტრი, მწვანილი) და თხილის პლანტაციები. პერსპექტიულია რძის გადამამუშავებელი და ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების შექმნა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 756 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

1012

460

552

2014

 756

363

393

სოფელ გოჩაჯიხაიშში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, სამედიცინო ამბულატორია და საბავშვო ბაღი.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება არტეზიული ჭებიდან. სოფელ ის ცენტრალური გზა მოასფალტებულია და შიდა გზები მოხრეშილია.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ყოფილი კლუბის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწა შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: შენობის საერთო ფართობი: 2 284.08 მ2. სართულების რაოდენობა - 2; ოთახების რაოდენობა - 18; ჭერის სიმაღლე - 3 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარემონტო.

  • საკადასტრო კოდი: 37.11.32.001
  • ადგილმდებარეობა: სოფელი გოჩა ჯიხაიში. ხონის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 87მ.სოფლის ცენტრში. ნაკვეთიდან 13 კმ-ში გადის ცენტრალური საავტომობილო გზა (ავტობანი), 11 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის სადგური „იანეთი“ და 15 კმ-ში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • ფართობი: 35 720.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი გუბი (სოფლის ცენტრამდე 3 კმ). სოფელი ივანდიდი (5 კმ.), სოფ.დიდი ჯიხაიში (3 კმ, სამტრედიის მუნიციპალიტეტი).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: მიმდებარედ გადის ასფალტირებული ცეტრალური საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: შენობა-ნაგებობამდე მიყვანილია ელექტრო მომარაგება
    • წყალმომარაგება: შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგება არ არის (შენობა-ნაგებობის ეზოში განთავსებულია არტეზიული ჭა)
    • გაზმომარაგება: მიმდებარედ გადის ბუნებრივი აირის მაღალი და დაბალი წნევის მაგისტრალი
    • სარწავი სისტემა: ნაკვეთთან ახლოს გადის სარწყავი სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებული იქნეს მრავალმხრივი დანიშნულებით (კულტურულ-საგანმანათლებლო, სასტუმრო,საწარმოო, სავაჭრო, საცხოვრებელი კომპლექსის მოსაწყობად).
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ხონის მუნიციპალიტეტის მერია თავისუფლების მოედანი N6. ტელ: (+995) 595 476 773, ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები