პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თერჯოლის მუნიციპალიტეტი / სოფელი გოგნი

მიმოხილვა

გოგნი - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთ-არგვეთის სერზე, მდინარე ქვერუნის (ძევრულის მარცხენა შენაკადი) ორივე კალთაზე. ზღვის დონიდან 560 მეტრზე, ქ. თერჯოლიდან 14 კმ-ში, ქ. ტყიბულიდან - 11 კმ-ში. 4 კმ-ში ესაზღვრება სოფელი ჩხარი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი). სოფლიდან 4 კმ-ში გადის „თერჯოლა-ტყიბული-ამბროლაური-ონის“ საავტომობილო გზა, 11 კმ-ში - რკინიგზა (უახლოესი სადგურია „ტყიბული“), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 65 კმ-ს.

სოფელი გოგნი უძველესი დასახლებული პუნქტია. 1188 წლით დათარიღებულ თამარ მეფის სიგელში მოხსენიებულია გოგნის ციხისთავი. 1778 წელს მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ მარიამ დედოფალმა გოგნში ააგო ღვთისმშობლის მიძინების ქვითკირის ეკლესია და დააფუძნა მონასტერი „გოგნის უდაბნო“. სოფლის ჩრდილოეთით 3 კილომეტრში შემორჩენილია ბერციხის ნანგრევები. სოფლის დასავლეთით, მაღალ გორაზე დგას გვიანდელი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ქვითკირით ნაშენი ერთნავიანი ეკლესია, რომელსაც ლეგენდის გამო დღემდე „კარუგდებლად“ მოიხსენიებენ. მას გარს აკრავს ურთხმელის ტყე და გამოქვაბულები. მის მიმდებარედ შენდება ახალი მონასტერი, რომელიც ასევე წმინდა გიორგის სახელობისაა.

სოფელში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სფეროა სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მეცხოველეობა და მევენახეობა.

სოფელი გარშემორტყმულია ტყის მასივით და ეკოლოგიყრად სუფთა გარემოს წარმოქმნის, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს ეკო, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურიზმის განვითარებისათვის. სოფელი მდიდარია სასმელი წყლით. სოფლის ადგილმდებარეობა ასევე შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებისთვის (მევენახეობა, მესაქონლეობა).

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 448 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

527

260

267

2014

 448

228

220

სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ამბულატორია, სპორტული მოედანი, რამოდენიმე საოჯახო სასტუმრო ტურისტებისთვის.

სოფელი ელექტროფიცირებულია. გაზიფიცირება დაგეგმილია 2020 წლისთვის. წყალმომარაგება ხდება ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემით (ბუნებრივი წყაროს წყლით). არის უკაბელო ინტერნეტის ქსელი. სოფლის ცენტრალური გზა მობეტონებულია, შიდა გზები მოხრეშილი.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობით (ნანგრევი)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (ნანგრევი)
  • საკადასტრო კოდი: 33.16.33.316
  • ადგილმდებარეობა: სოფელი გოგნი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი. ნაკვეთი ქალაქ თერჯოლის ცენტრიდან დაშორებულია 15 კმ-ით, „თერჯოლა-ტყიბული-ამბროლაური-ონის“ საავტომობილო გზიდან - 6 კმ-ით, „თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან“ - 23 კმ-ით; უახლოესი რკინიგზის სადგურებია „ზესტაფონი“ და „ტყიბული“ (20კმ); ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაშორებულია 60 კმ-ით.
  • ფართობი: 44 942.00 მ2.
  • რელიეფი: ფერდობი.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ჩხარი (სოფლის ცენტრამდე 1.5 კმ), სოფელი ალისუბანი (2 კმ.), სოფელი საწირე (6 კმ.).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის მოასფალტებული გზა
    • ელექტრო სისტემა: 30 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: 20 მეტრში არის წყლის-სისტემა
    • გაზმომარაგება: დაგეგმილია 2020 წლისათვის
    • სხვა: 500 მეტრში არის ინტერნეტ-კავშირი
  • გამოყენების მიზნობრიობა: გამოყენებული შეიძლება ფერმერული მეურნეობის, საწარმოს და სხვ. განსათავსებლად.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება მესაკუთრის მიერ კანონით დადგენილი წესით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მიმართოს მესაკუთრეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო: ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

 

2. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობით (ნანგრევი)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (ნანგრევი)
  • საკადასტრო კოდი: 33.16.33.196
  • ადგილმდებარეობა: სოფელი გოგნი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი. ნაკვეთი ქალაქ თერჯოლის ცენტრიდან დაშორებულია 15 კმით, „თერჯოლა-ტყიბული-ამბროლაური-ონის“ საავტომობილო გზიდან - 4 კმ-ით, „თბილისი-სენაკი-ლესელიძის“ ავტომაგისტრალიდან - 25 კმ-ით; უახლოესი რკინიგზის სადგურებია „ზესტაფონი“ და „ტყიბული“ (20 კმ); ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაშორებულია 60 კმ-ით.
  • ფართობი: 2145.00 მ2.
  • რელიეფი: ვაკე.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ჩხარი (სოფლის ცენტრამდე 2.5 კმ) და სოფელი ალისუბანი (3კმ.), სოფელი საწირე (4 კმ.).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის მოასფალტებული გზა
    • ელექტრო სისტემა: 10 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: 10 მეტრში არის წყლის-სისტემა
    • გაზმომარაგება: დაგეგმილია 2020 წლისათვის
    • სხვა: 20 მეტრში არის ინტერნეტ-კავშირი
  • გამოყენების მიზნობრიობა: გამოყენებული შეიძლება იქნას საცხოვრებელი მცირე ტიპის სასტუმროს, საწარმოს და სხვ. განსათავსებლად.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება მესაკუთრის მიერ კანონით დადგენილი წესით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მიმართოს მესაკუთრეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო: ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

 

სასარგებლო ბმულები