პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამტრედიის მუნიციპალიტეტი / სოფელი იანეთი

მიმოხილვა

იანეთი - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე გუბისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 30 მეტრზე, ქალაქ სამტრედიიდან 7 კმ-ში. სოფელზე გადის „თბილისი-სენაკი-ლესელიძის“ ცენტრალური საავტომობილო გზის მაგისტრალი და საქართველოს რკინიგზა (ბაქანი „იანეთი“), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 3 კმ-ს.

სოფელი იანეთი ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სოფელში მოქმედებს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც 2005 წელს აშენდა.

სოფელ იანეთის ტერიტორიაზე მდინარე რიონზე იყო სანაოსნო, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ტვირთის გადასაზიდად ქ. ფოთიდან იანეთამდე.

ამჟამად სოფლის ეკონომიკის ძირითადი სფეროებია მესაქონლეობა და მესიმინდეობა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2016 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

2341

---

---

2014

 2016

---

---

სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ამბულატორია, რამდენიმე სპორტული მოედანი. სოფლის მოსახლეობა სარგებლობს მეზობლად მდებარე სოფელ დიდ ჯიხაიშში (5 კმ) არსებული საზოგადოებრივი ცენტრის სერვისებით (ორასამდე სახის მომსახურება, მათ შორის: კომპიუტერული ცენტრი, იურიდიული მომსახურება, საბანკო მომსახურება და სხვა). სოფელში არის ბენზინ და გაზგასამართი სადგურები, თანამედროვე და საოჯახო ტიპის სასტუმროები.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, წყალმომარაგება ხდება არტეზიული და ღია ჭებიდან. სოფელში არის საკაბელო ინტერნეტის ქსელი. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებული, თუმცა საჭიროებს შეკეთებას, შიდა გზები ნაწილობრივ მოასფალტებულია და ნაწილობრივ მოხრეშილი.

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 34.02.61.098
  • ადგილმდებარეობა: სოფელი იანეთი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, ზღვის დონიდან 30 მეტრში, ნაკვეთი სოფლის ცენტრიდან დაშორებულია 2.5 კმ-ით. ნაკვეთიდან 3 კმ-ში გადის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო გზის მაგისტრალი, საქართველოს რკინიგზა (ბაქანი „იანეთი“) 2 კმ-ში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 6 კმ-ს.
  • მიწის ფართობი: 81 601.00 მ2.
  • რელიეფი: ვაკე.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი დიდი ჯიხაიში (6 კმ), სოფელი ეწერი (4.5 კმ), სოფელი ახალსოფელი (4 კმ), სოფელი ბაში (10 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის მოხრეშილი გზა
    • ელექტრო სისტემა: 2 კმ-ში გადის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: სასმელი წყალი ამოდის ჭაში 5-6 მეტრზე
    • სარწყავი სისტემა: ნაკვეთის მიმდებარედ გადის სარწყავი სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებული იქნეს სასოფლო-სამეურნეო მიზნით.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: აუქციონზე საწყისი ღირებულება: 34 000 (ოცდათოთხმეტი ათასი) ლარი; 1 მ2 - 0.42 ლარი (42 თეთრი).
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია: ტელ: (+995) 599 57 34 79; ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები