პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხონის მუნიციპალიტეტი / სოფელი ივანდიდი

მიმოხილვა

ივანდიდი - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 105 მეტრი, ხონიდან ორ კილომეტრში.

სოფელში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა - ხონი-სამტრედია. სოფლიდან 19 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის სადგური „სამტრედია“, 15 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

სოფელში არის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი,. რომელიც მოქმედია 2005 წლიდან

სოფელში ფუნქციონირებს პოლიმერების საწარმო, თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ავეჯის დამამზადებელი საამქროები.

სოფელში გაშენებულია კაკლოვანი (თხილი, ჩანდლერის-ჯუჯა ჯიშის ნიგოზი) და კენკროვანი (მოცვი, ჟოლო, უეკლო მაყვალი) კულტურების ბაღები. განვითარებულია სასათბურე მეურნეობა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1668 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

2357

1114

1243

2014

 1668

836

832

სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ამბულატორია, ბიბლიოთეკა და სპორტული მოედანი. სოფელი გაზიფიცირებულია, არის ასევე გარე-განათება და გაყვანილია ინტერნეტ-ქსელი.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება ნაწილობრის წყალგაყვანილობის სისტემით, ნაწილობრივ ადგილობრივი არტეზიული ჭებიდან. სოფელში არის ინტერნეტის ქსელი. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებულია, შიდა გზები მოხრეშილია.

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ერთიან რესურსად იყიდება მიწის 12 ნაკვეთი ჩაის პლანტაციებით და 1 ნაკვეთი - ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკით)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა, რომლის ფართობია 2836 მ2. ოთახების რაოდენობა - 5. ჭერის სიმაღლე - 5 მ. ტექნიკური მდგომარეობა - სარემონტო.

  • საკადასტრო კოდი: 1) 37.08.35.217; 2) 37.08.35.218; 3) 37.07.47.028; 4) 37.08.35.214; 5) 37.08.36.144; 6) 37.08.36.145; 7) 37.08.36.143; 8) 37.08.36.178; 9) 37.08.36.180; 10) 37.08.36.177; 11) 37.08.36.147; 12) 37.08.36.182; 13) 37.08.35.213 (განთავსებულია ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობა)
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ივანდიდი. ხონის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 105 მ. ქალაქ ხონიდან 2კმ-ში. ორ კილომეტრში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა - ხონი-სამტრედია. ნაკვეთიდან 18 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის სადგური „სამტრედია“, 14 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • ფართობი: 1) 18 701.00 მ2; 2) 14 504.00 მ2; 3) 31 001.00 მ2; 4) 12 704.00 მ2; 5) 9 800.00 მ2; 6) 41 007.00 მ2; 7) 29 803.00 მ2; 8) 10 204.00 მ2; 9) 25 504.00 მ2; 10) 22 505.00 მ2; 11) 47 735.00 მ2; 12) 36 304.00 მ2; 13) 4 401.00 მ2; ჯამში 304 174 მ2
  • რელიეფი: ვაკე
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი გოჩა ჯიხაიში (მანძილი სოფლის ცენტრამდე 5კმ), პატარა ჯიხაიში (მანძილი სოფლის ცენტრამდე 2.5 კმ), სოფელი კუხი (მანძილი სოფლის ცენტრამდე 4კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: პლანტაციამდე მიდის არაასფალტირებული სამანქანო გზა
    • ელექტრო სისტემა: არის მიმდებარედ
    • წყალმომარაგება: არის მიმდებარედ
    • სარწყავი სისტემა: არის მიმდებარედ
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია (ამჟამად საქართველოში მოქმედებს ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო დახმარებას ამ საქმეში. დეტალური ინფორმაცია პროგრამაზე იხ: http://arda.gov.ge/projects/read/project_scope/12:parent) და ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს აღდგენა. ჩაის პლანტაციის ამოძირკვის შემთხვევაში შესაძლებელია კენკროვანი და სხვა მრავალწლოვანი კულტურების გაშენება
  • საკუთრების ფორმა: კერძო საკუთრება - შპს „არგო 2003“
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: 100 000 (ასი ათასი) ლარი
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: პირდაპირი მიყიდვა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: შპს „არგო 2003“. ტელ: (+995) 551 591 131

  

სასარგებლო ბმულები