პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჩხერის მუნიციპალიტეტი / სოფელი ჯალაურთა

მიმოხილვა

ჯალაურთა - სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს, მდინარე ფრონესა და რკვიანას ხეობაში. სოფელი ზღვის დონიდან 720-დან 850 მეტრამდე მდებარეობს. არის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი. ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ასევე სოფელი მოძვი.

ჯალაურთა მდებარეობს გომი-საჩხერე-ჭითურა-ზესტაფონის ცენტრალური საავტომობილო გზიდან 6 კმ-ში, საჩხერის ცენტრალური ავტოსადგურიდან და რკინიგზის სადგურიდან 17 კმ-ში, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 117 კმ-ში.

სოფელი ჯალაურთა მდიდარი წარსულისა და ისტორიის სოფელია. მისი ისტორია IX საუკუნიდან იწყება (უფრო ადრინდელი ცნობები არ მოიპოვება). სოფელს იმ დროისათვის „ჯარეურთა“ ერქვა. სიტყვის ნაწილი „ურთა“ კრებითი სახელია და ერთობას/შესაკრებელს ნიშნავდა, ანუ ჯარეურთა ჯარების შესაკრებელ და საწვრთნელ ადგილს აღნიშნავდა. სოფელზე გადიოდა დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ერთერთი გზა.

ჯალაურთაში არის ორი ეკლესია: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (აშენებულია შუა საუკუნეებში, საჭიროებს რეაბილიტაციას) და წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (აშენებულია 1895 წელს ძმები ფხალაძეების მიერ), რომელიც მოქმედია და წირვა-ლოცვა აღევლინება.

სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და სარგებლობს რიგი საგადასახადო და სოციალური შეღავათებით (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“).

ჯალაურთა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი სოფელია. აქ კომპაქტურად ცხოვრობენ: კაპანაძეები, ნეფარიძეები, დოღაძეები, ძინძიბაძეები, ასანიძეები, ბრეგვაძეები, ხვედელიძეები, ბუღაძეები, ღამბაშიძეები, ცარციძეები, შეყლაშვილები და პაპიძეები.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1 144 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

1609

817

792

2014

 1144

556

588

ამჟამად სოფელ ჯალაურთაში ცხოვრობს 755 ოჯახი 1880 მაცხოვრებლით.

სოფელში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, ამბულატორია, რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.

სოფელი არის ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებული, სოფლის მოსახლეობის წყალმომარაგება ხდება არტეზიული ჭებიდან. სოფლის მოსახლეობას სამარშუტო ტაქსები ემსახურება ქალაქ ჭიათურის, საჩხერისა და თბილისის მიმართულებით.

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი წიწვოვანი ტყით

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • ნაკვეთის აღწერა: მიწის ნაკვეთზე განთავსებულია განთავსებულია წიწვოვანი ტყე, ძირითადი სახეობები: ფიჭვი - 70 %, ნაძვი - 30 %.

  • საკადასტრო კოდი: 35.11.44.368
  • ადგილმდებარეობა: მდებარეობს სოფელ ჯალაურთისა და სოფელ მოძვის საზღვარზე, სოფელ ჯალაურთის ცენტრიდან 3 კმ-ის დაშორებით. გომი-საჩხერე-ჭითურა-ზესტაფონის ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაშორებულია 3 კმ-ით, საჩხერის ცენტრალური ავტოსადგურიდან და რკინიგზის სადგურიდან 14 კმ-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 114 კმ-ით.
  • ფართობი: 1600.00 მ2
  • რელიეფი: ოდნავ დამრეცი ფერდობი
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი მოძვი (100 მ), სოფელი ჭორვილა (2 კმ), სოფელი ქორეთი (2 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ასფალტირებული გზიდან მდებარეობს 300 მეტრში
    • ელექტრო სისტემა: არის 300 მეტრში
    • წყალმომარაგება: არ არის
    • გაზმომარაგება: არის 300 მეტრში
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია ტურისტული და სამკურნალო მიმართულებით გამოყენება.
  • საკუთრების ფორმა: კერძო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: 10 000 (ათი ათასი) ლარი
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: პირდაპირი მიყიდვის წესით
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ჯალაურთას ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი ტარიელ ხვედელიძე, ტელ.: (+995) 577 62 84 98, ელ.ფოსტა: [email protected]

 

2. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ყოფილი სამედიცინო პუნქტი)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა (ყოფილი სამედიცინო პუნქტი), რომლის ფართობია 147 მ2. შენობა 2 სართულიანია, ოთახების რაოდენობა - 8, ჭერის სიმაღლე - 3 მ. ექვემდებარება რემონტს.

  • საკადასტრო კოდი: 35.11.50.002
  • ადგილმდებარეობა: საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ჯალაურთა. მდებარეობს სოფლის ცენტრში, ახალი ამბულატორიის, სარიტუალო დარბაზისა და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ. გომი-საჩხერე-ჭითურა-ზესტაფონის ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაშორებულია 6 კმ-ით, საჩხერის ცენტრალური ავტოსადგურიდან და რკინიგზის სადგურიდან 17 კმ-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 117 კმ-ით.
  • ფართობი: 919.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი მოძვი (2 კმ), სოფელი ჭორვილა (4 კმ), ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი წასრი (2 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: მისასვლელი გზა არის ასფალტირებული
    • ელექტრო სისტემა: შენობაში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: სოფლის წყალმომარაგება ხდება არტეზიული ჭებიდან
    • გაზმომარაგება: გადის ნაკვეთზე
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საწარმოო მიზნით და სხვადასხვა დანიშნულებით.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია, ტელ.: (+995) 435 22 13 00, ელ-ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები