პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხონის მუნიციპალიტეტი / სოფელი მათხოჯი

მიმოხილვა

 

მათხოჯი - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 170 მეტრზე, ხონიდან 7 კმ. მათხოჯის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: მათხოჯი, სუხჩა, ლეფილიე, ხიდი.

სოფელზე გადის ქუთაისი-ხონი-მარტვილის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი, 23 კმ-შია რკინიგზის უახლოესი სადგური „სამტრედია“, 25 კმ-ის დაცილებით მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

სოფლის ჩრდილოეთ მხარეს 150 მეტრი სიმაღლის მთაზე დგას მე-6 საუკუნის ციხე-სიმაგრე, ამჟამად ეგრეთწოდებული "ნაციხარი". სოფელში ორი ტაძარია: "წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი" და "წმიდა ბასილის ეკლესია".

სოფელში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სფეროებია: მესაქონლეობა და მემინდვრეობა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1389 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

1943

918

1025

2014

 1389

687

702

სოფელ მათხოჯში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, სამედიცინო ამბულატორია და საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, 5 სპორტული მოედანი.

სოფელი ელექტროფიცირებულია, გაზიფიცირებულია, არის ინტერნეტ-ქსელი. წყალმომარაგების სისტემა არ არის და წყალი ძირითად მიეწოდება ჭაბურღილებიდან და ჭებიდან.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 2 შენობა-ნაგებობით (ყოფილი აბანოს შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ყოფილი აბანოს შენობა, რომლის ფართობია 200 მ2. სართულების რაოდენობა - 1, შენობის სიმაღლეა 4 მ. შენობა ექვემდებარება რეაბილიტაცია-გადაკეთებას.

  • საკადასტრო კოდი: 37.04.33.310
  • ადგილმდებარეობა: სოფელი მათხოჯი, ხონის მუნიციპალიტეტი, 600 მეტრში გადის ქუთაისი-ხონი-მარტვილის ცენტრალური ავტო მაგისტრალი, 24 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის უახლოესი სადგური „სამტრედია“, 25 კმ-ის დაცილებით - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • ფართობი: 4 768.00 მ2
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: მიწის ნაკვეთამდე მიდის მოხრეშილი გზა
    • ელექტრო სისტემა: 50 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: არ არის
    • გაზმომარაგება: 50 მეტრში არის გაზმომარაგება
    • საკანალიზაციო სისტემა: არ არის
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია საწარმოო მიზნით ან საწყობად გამოყენება
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

 

2. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ყოფილი ვეტერინალური ამბულატორიის შენობის ნანგრევები)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • საკადასტრო კოდი: 37.04.35.019
  • ადგილმდებარეობა: სოფელი მათხოჯი, ხონის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 170 მ. მდებარეობს ხონი-მარტვილის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ. ნაკვეთიდან 23 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის უახლოესი სადგური „სამტრედია“, 25 კმ-ის დაცილებით - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • ფართობი: 2 602.00 მ2.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ნახახულევი (ცენტრამდე მანძილი 1.5კმ), სოფელი ხიდი (ცენტრამდე მანძილი 7 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის ცენტრალური მაგისტრალის ასფალტირებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: მიმდებარედ არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: მიმდებარედ არის სასმელი წყლის სისტემა
    • გაზმომარაგება: მიმდებარედ არის გაზგაყვანილობის სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: საკარმიდამოდ, შენობა ნაგებობის ასაშენებლად
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები