პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბაღდათის მუნიციპალიტეტი / სოფელი მეორე ობჩა

მიმოხილვა

მეორე ობჩა - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების, ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ლუხუტის (ყვირილას მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 220 მეტრი, ბაღდათიდან - 9 კმ.

სოფელი ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაშორებულია 7 კმ-ით, უახლოესი რკინიგზის სადგურ „ზესტაფონიდან“ 12 კმ-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 43 კმ-ით.

სახელწოდება ობჩა მეთექვსმეტე საუკუნიდან მოდის. არსებობს რამდენიმე მოსაზრება ამ სახელის შესახებ. მათ შორის ყველაზე გავრცელებული და ცნობილია შემდეგი; ობჩის ტერიტორიაზე იყო სალოცავი (ახლაც არის). სალოცავს მეგრულად “ოფუჩ”-ს უწოდებენ. “ობ” კი არის წინსართი და “პატარას” ნიშნავს. ამ ორი სიტყვის შეერთებით კი წარმოიქმნა სახელწოდება ობჩა, ანუ – “პატარა სალოცავი“.

ობჩაში აღიზარდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა საქვეყნოდ ცნობილი დირიჟორი – ჯანსუღ კახიძე, კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე, ენათმეცნიერი - პოლიევქტ გაჩეჩილაძე, მოჭიდავე - დავით ციმაკურიძე და ტექნოლოგი, ლაღიძის წყლების შემქმნელი - მიტროფანე ლაღიძე.

სოფელში არის წმინდა გიორგისა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები, რომლებიც ამჟამად მოქმედია.

სოფელში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მესაქონლეობა, მევენახეობა და მარცვლეული კულტურების წარმოება. აქ მდებარეობს ცნობილი ბაიას ღვინის მარანი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 821 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

1419

668

751

2014

 821

393

428

სოფელში არსებობს 1 სკოლა, 1 ბაღი, საკრებულო, და სტადიონი. ობჩის საშუალო სკოლა 1907 წელს შეიქმნა. 1959 წლიდან კი არსებობს როგორც საშუალო სკოლა. გათვლილია 250 ბავშვზე.

სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ამბულატორია, სპორტული მოედანი. სოფელში მიმავალი გზა ასფალტირებულია. სოფლის ცენტრალური გზა - მობეტონებული, შიდა გზები - მოხრეშილი ან მობეტონებულია.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, წყალმომარაგება ხდება ჭების და მთის წყაროების საშუალებით. არის ინტერნეტის ქსელი (უკაბელო ან საკაბელო).

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 30.09.50.083
  • ადგილმდებარეობა: მდებარეობს სოფელ მეორე ობჩაში, ბაღდათის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 220 მეტრზე, ბაღდათი-ზესტაფონის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის პირას, სოფლის ცენტრში. რკინიგზის უახლოესი სადგური „ზესტაფონი“ მდებარობს 6 კმ-ში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე არის 45 კმ.
  • ფართობი: 4870.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი მეორე სვირი (1 კმ), სოფელი პირველი ობჩა (1 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის ასფალტირებული საავტომობილო გზა ნაკვეთიდან 5 მეტრის დაშორებით
    • ელექტრო სისტემა: მიმდებარედ არის ელექტროსისტემა (5 მეტრის დაშორებით)
    • წყალმომარაგება: მიმდებარედ არის სასმელი წყალი (20 მეტრის დაშორებით)
    • გაზ-გაყვანილობა: დასახლებაში არის გაზ-გაყვანილობის სისტემა (8 მეტრის დაშორებით)
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებული იქნეს სამეწარმეო და კომერციული საქმიანობისათვის (მაგ: სარიტუალო დარბაზი, საწარმო და სხვა)
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო.
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: აუქციონზე საწყისი ღირებულება 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11, ელ.ფოსტა: [email protected]
 

2. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 30.09.46.074
  • ადგილმდებარეობა: მდებარეობს სოფელ მეორე ობჩაში, ბაღდათის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 220 მეტრი. მდებარეობს ბაღდათი-ზესტაფონის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის პირას, სოფლის ცენტრში. რკინიგზა გადის 6 კმ-ში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 46 კმ-ში.
  • ფართობი: 6002.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი მეორე სვირი (1 კმ), სოფელი პირველი ობჩა (1 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის ასფალტირებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: მიმდებარედ არის ელექტროსისტემა (6 მეტრის დაშორებით)
    • წყალმომარაგება: მიმდებარედ არის სასმელი წყალი (10 მეტრის დაშორებით)
    • გაზ-გაყვანილობა: დასახლებაში არის გაზ-გაყვანილობის სისტემა (12 მეტრის დაშორებით)
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებული იქნეს სამეწარმეო და კომერციული საქმიანობისათვის (მაგ: სარიტუალო დარბაზი, სავაჭრო და სხვა)
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო.
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: აუქციონზე საწყისი ღირებულება 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11, ელ.ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები