პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჩხერის მუნიციპალიტეტი / სოფელი მერჯევი

მიმოხილვა

მერჯევი - სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. სოფელი მერჯევი არის ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც შედის სოფლები მერჯევი და ივანწმინდა.

სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 560 მეტრზე, საჩხერიდან 8 კმ-ში. სოფელზე გადის გომი-საჩხერე-ჭითურა-ზესტაფონის ცენტრალური საავტომობილო გზის მაგისტრალი, საჩხერის ცენტრალურ ავტოსადგურამდე არის 7 კმ და რკინიგზის სადგურამდე 8 კმ, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე - 108 კმ.

სოფელი მერჯევი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში, თუმცა დასახლებული პუნქტი უფრო ადრეული ხანისაა.

სოფელში შემორჩენილია XI საუკუნის ძეგლი - იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ასევე შუა ფეოდალური ხანის სალოცავი „ანგაროული“, რომელზედაც ლაპიდარული წარწერაა. სოფელში მდებარეობს XVIII საუკუნის სამების სახელობის ეკლესია.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მევენახეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1 449 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

1834

906

928

2014

 1449

716

733

მერჯევში არის საჯარო სკოლა, სამედიცინო ამბულატორია, ბიბლიოთეკა, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, არის ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა. შიდა გზები მოასფალტირებული და მობეტონებულია.

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 35.08.41.021
  • ადგილმდებარეობა: სოფელი მერჯევი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, მერჯევის ადმინისტრაციული ერთეული; ზღვის დონიდან 500 მ. სოფ. მერჯევის ცენტრიდან 5-6 კმ. ნაკვეთი ფაქტობრივად ესაზღვრება ქ. საჩხერეს. მდებარეობს გომი-საჩხერე-ჭითურა-ზესტაფონის ცენტრალური მაგისტრალამდე 600 მეტრში, უახლოესი რკინიგზის სადგურია „საჩხერე“ (1,5 კმ), ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილია - 101 კმ.
  • ფართობი: 1010.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი საირხე (200 მ),სოფელი ივანწმინდა (250 მ) და ქ. საჩხერე, რომელიც უშუალოდ ებმის აღნიშნულ მიწის ნაკვეთს.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის მოასფალტებული მიწის ნაკვეთამდე მანძილი გომი-საჩხერე-ჭითურა-ზესტაფონის ცენტრალური საავტომობილო გზიდან შეადგენს 600 მეტრს
    • ელექტრო სისტემა: ელექტროენერგიის მიყვანა შესაძლებელია 80 მეტრიდან
    • წყალმომარაგება: ნაკვეთი სასმელი წყლის სისტემას დაცილებულია 80 მ-ით
    • გაზმომარაგება: ნაკვეთი გაზგაყვანილობის სისტემას დაცილებულია 80 მ-ით
    • სხვა: ქ. საჩხერის N1 საჯარო სკოლა მდებარეობს 1კმ-ის, ხოლო საჩხერის ცენტრალური საავადმყოფო 1,5 კმ-ის დაშორებით
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებულ იქნეს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის, საბავშვო ბაღის ან მოხუცთა თავშესაფრის მშენებლობისათვის.
  • საკუთრების ფორმა: კერძო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: პირდაპირი მიყიდვის წესით, შესაძლებელია თანაინვესტირებაც
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მერჯევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნუგზარ ქემერტელიძე, ტელ: (+995) 577 977 617

       

სასარგებლო ბმულები