პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხონის მუნიციპალიტეტი / სოფელი ნახახულევი

მიმოხილვა

ნახახულევი - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში, ნახახულევის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: ახალბედისეული, კონტუათი, საწულუკიძეო, უძლოური. ნახახულევი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 130 მეტრზე, ხონიდან 4 კმ.

სოფელში გადის ქუთაისი-ხონი-მარტვილის ცენტრალური საავტომობილო გზა. რკინიგზის უახლოესი სადგური „სამტრედის მდებარეობს 20 კმ-ში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილია 23 კმ.

სოფელში მდებარეობს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, რომელიც 2002 წელს აშენდა.

სოფელში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სფეროა სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მეცხოველეობა, მარცვლეული კულტურების წარმოება, მებოსტნეობა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელ ნახახულევში ცხოვრობს 681 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

1001

482

519

2014

 681

342

339

სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, 2 სპორტული მოედანი და ბიბლიოთეკა.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება არტეზიული ჭებიდან, არის უკაბელო ინტერნეტი, 2020 წელს იგეგმება საკაბელო ინტერნეტის ქსელის გაყვანა. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებულია, შიდა გზების ნაწილი მოასფალტებულია, ნაწილი - მოხრეშილი.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწა შენობა-ნაგებობით (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწა შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: შენობის ფართობი: 364 მ2. სართულების რაოდენობა - 1; ოთახების რაოდენობა - 8; ჭერის სიმაღლე - 3.2 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარეაბილიტაციო.

  • საკადასტრო კოდი: 37.05.32.004
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ნახახულევი, ხონის მუნიციპალიტეტი, მდებარეობს სოფლის ცენტრში. 300 მეტრში მდებარეობს სოფლის ადმინისტრაციის შენობა, სკოლა და საბავშვო ბაღი.
  • ფართობი: 2 200.00 მ2
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი მათხოჯი (2 კმ), სოფელი კონტუათი (1 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: შენობამდე მისასვლელი გზა-მოასფალტებული
    • ელექტრო სისტემა: 20 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: ეზოში არის წყალ-მომარაგების სისტემა
    • გაზგაყვანილობა: 20 მეტრში არის გაზ-გაყვანილობის სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია საწარმოო მიზნით, საცხოვრებლად ან საწყობად გამოყენება.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები