პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი / სოფელი ოფშკვითი

მიმოხილვა

ოფშკვითი - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 65 მეტრზე, წყალტუბოდან 35 კმ. სოფელზე გადის „ქუთაისი-სამტრედიის“ საავტომობილო გზა, უახლოესი რკინიგზის სადგურია „მუხიანი“ (6 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 13 კმ-ს. სოფელი ოფშკვითი არის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი.

სოფლის სახელწოდებას „ოფშკვითი“ მეცნიერული ახსნა არ გააჩნია, ხალხური გადმოცემით კი იგი მეგრული წარმოშობისაა. სოფლის სახელწოდების შესახებ ხალხში სამი ლეგენდაა გავრცელებული: პირველი ლეგენდის მიხედვით, სოფელი ხშირი, კოლხური ტყით ყოფილა გარშემორტყმული. ტყე მდიდარი იყო ნადირ-ფრინველით. აქ სანადიროდ სამეგრელოდანაც ჩამოდიოდნენ თურმე: ერთ-ერთი ნადირობის დროს, მეგრელ მონადირეებს მხოლოდ შვიდი ოფოფი მოუკლავთ. ამ ფაქტს, რატომღაც მათი დიდი გაკვირვება გამოუწვევია და უთქვამთ „ოფაშკვითი“. „შვიდი“ მეგრულად „შკვითია“, ოფოფი შემოკლებით „ოფა“, რაც ასე გამოითქმის „ოფაშკვითი“. მეორე ლეგენდა მდინარე რიონთან არის დაკავშირებული. ძველად სოფელს ოფაშკვითი რქმევია, რაც მეგრულად 7 გამოსასვლელს უნდა ნიშნავდეს. რიონი ამ ადგილზე შვიდ ტოტად არის დატოტვილი და შვიდი ფონი (გასასვლელი) აქვს, რის გამოც მეგრელებს „ოფაშკვითი“ დაურქმევიათ. მესამე ლეგენდის მიხედვით სამეგრელოს ერთ-ერთი მთავარი იმერეთში მოგზაურობისას, სოფლის ტერიტორიაზე მოსახლეთა მცირე ჯგუფს შვიდ ოჯახს (შკვითი-შვიდმოსახლე) შეხვედრია. აქედან წარმოიშვა სახელწოდება „ოფშკვითი“.

სოფელ ოფშკვითში არის წმინდა გიორგის (მე-19 ს), ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (მე-19 ს) და 2015 წელს აშენებული იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ეკლესიები. სამივე ეკლესია მოქმედია. 23 ნოემბერს სოფელი აღნიშნავს გიორგობის დღესასწაულს, რომლის დროსაც სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები იმართება.

სოფლის მოსახლეობა ძირითადად ეწევა მესათბურეობას, მესაქონლეობას, მესიმინდეობას.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 2027 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

2368

1130

1238

2014

 2067

1032

1035

სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, 5 სპორტული მოედანი და კულტურის ცენტრი.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, სოფლის ნაწილის წყალმომარაგება ხდება ადგილობრივი არტეზიული ჭებიდან, ხოლო ნაწილი - ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემიდან, ხელმისაწვდომია უკაბელო და საკაბელო ინტერნეტ ქსელი. სოფელში არის სარწყავი სისტემა.

სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებულია, ხოლო შიდა გზები ნაწილობრივ მობეტონებული და დიდი ნაწილი - სარეაბილიტაციო.

საინვესტიციო რესურსები

1. ქვიშა-ხრეშის საბადო

  • რესურსის ტიპი: სასარგებლო წიაღისეული
  • რესურსის ქვეტიპი: ქვიშა-ხრეშის საბადო
  • შემადგენლობა/თვისებები: ქვიშა-ხრეში არის როგორც წვრილი, ასევე საშუალო და მსხვილი ფრაქციის.
  • მარაგი: რესურსი იყოფა 2 უბნად, პირველი უბნის მარაგია: 116 110 მ3, ხოლო მეორე უბნის მარაგია: 113 935 მ3.
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ოფშკვითი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, მდინარე რიონის კალაპოტი და კალაპოტის მიმდებარედ. საბადო სოფლის ცენტრიდან დაშორებულია 6 კმ-ით, საბადოდან 100 მეტრში გადის ვარციხე ჰესის საავტომობილო გზა, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი საავტომობილო გზამდე მანძილი შეადგენს 6 კმ-ს, რკინიგზის უახლოეს სადგურამდე „მუხიანი“ (12 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: საბადომდე მიდის არაასფალტირებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: საბადომდე 200 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: 200 მეტრში არის ჭა
    • გაზმომარაგება: 4 კმ-ში არის ხელმისაწვდომი გაზგაყვანილობა
    • სხვა: საბადომდე 4 კმ-ში ხელმისაწვდომია საკაბელო ინტერნეტი
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებული იქნეს გზების და ავტობანების მოსაწყობად, ასევე გამიყენებენ ბეტონის ქარხნებში ბეტონის წარმოებისას. რესურსის გამოსაყენებლად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წაყენებული წინაპირობაა ქვიშა-ხრეშის ტრანსპორტირებისას გზების სველი წესით დამუშავება, რათა არ მოხდეს გზის მიმდებარედ განთავსებული სოფლის საძოვრების მტვრით დაბინძურება, ასევე სოფელი ითხოვს მეწარმის მხრიდან ადგილობრივი გზების (დაახლოებით 5-6 კმ) რეაბილიტაციას (მეწარმის სოციალური პასუხისმგებლობა).
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტო, თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 150, ტელ: 243 95 57, (591) 40 40 51 ელ. ფოსტა: [email protected], ვებ-გვერდი: www.nam.gov.ge

  

 

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი
  • საკადასტრო კოდი: 29.16.33.008
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ოფშკვითი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ზღვის დონიდან 65 მეტრი. ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ოფშკვითის ცენრიდან 200 მეტრში, „ქუთაისი-სამტრედიის“ საავტომობილო გზის პირას, უახლოესი რკინიგზის სადგურამდე „მუხიანი“ მანძილია 6 კმ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე 13 კმ.
  • ფართობი: 2500.00 მ2.
  • რელიეფი: ვაკე.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი საყულია (4 კმ.), სოფელი ტყაჩირი (2 კმ.), სოფელი პატრიკეთი (6 კმ.).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის ასფალტირებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: მიმდებარედ არის ელექტრო გაყვანილობის სისტემა
    • წყალმომარაგება: ნაკვეთიდან 1 კმ-ში გადის ცენტრალური წყლის სისტემა, საკუთარი ჭის გაკეთება შესაძლებელია ნაკვეთზეც, ჭიდან წყალი ამოდის 3-4 მეტრში
    • გაზმომარაგება: ნაკვეთთან მიმდებარედ გადის გაზ-გაყვანილობის სისტემა
    • სხვა: სოფელი აღჭურვილია საკაბელო (მაგთის) ინტერნეტით. არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, საექიმო პუნქტი
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც სასოფლო-სამეურნეო მიზნით, ისე საცხოვრებელი სახლის ან საწარმოო ნაგებობის ასაშენებლად, ასევე მისი ადგილმდებარეობა შესანიშნავია რესტორნისთვის ან სარიტუალო დარბაზისთვის, რომელიც არ არის მეზობელ სოფლებში.
  • საკუთრების ფორმა: კერძო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, 1 მ2 6 აშშ დოლარი.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: პირდაპირი მიყიდვით.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: მერის წარმომადგენელი ოფშკვითის ადმინისტრაციულ ერთეულში რევაზ მარგველაშილი, ტელ.: (+ 995) 595 90 90 46, ელ. ფოსტა: [email protected]

  

სასარგებლო ბმულები