პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი / სოფელი ოფურჩხეთი

მიმოხილვა

ოფურჩხეთი - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიონის ხეობის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 350-380 მეტრის სიმაღლეზე. წყალტუბოდან დაშორებულია 26 კმ-ით, ხოლო ქუთაისიდან 15 კმ-ით. სოფელს კვეთს „ქუთაისი-ალპანა-მამისონის“ ცენტრალლური საავტომობილო გზის მაგისტრალი. უახლოესი რკინიგზის სადგურია „ქუთაისი" (18კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძიული შეადგენს 40 კმ-ს.

სოფელ ოფურჩხეთზე არსებობს თქმულება, რომ სოფლის მკვიდრნი ტყეში ფიჩხებს აგროვებდნენ და მათ მოფიჩხეებს ეძახდნენ, აქედან წამოვიდა სიტყვა ოფიჩხეთი-ოფურჩხეთი.

სოფელში ჩამოედინება მდინარე რიონი, რიდვის და ქარჩხოულის ღელეები, იაშვილის და ცხრათავას წყაროები.

სოფელში არის მე-18 საუკუნეში აგებული წმინდა გიორგის და 2014 წელს აგებული თამარ მეფის სახელობის მოქმედი ეკლესიები.

აღდგომიდან მეორე კვირა დღეს სოფელში აღინიშნება დღესასწაული „ქაშვეთობა“, ასევე ყოველი წლის 14 მაისს „თამარობა“.

სოფლის მოსახლეობა ეწევა მესაქონლეობას, მესიმინდეობას, მეფუტკრეობას, მევენახეობას.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 719 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

974

465

509

2014

 719

363

356

სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ამბულატორია, ბიბლიოთეკა და სპორტული მოედანი, პოლიციის განყოფილება.

სოფელი ელექტროფიცირებულია, წყალმომარაგება ხდება ადგილობრივი წყაროებიდან სათაო ნაგებობებით, ადგილობრივი ჭებიდან. სოფელში არის უსადენო ინტერნეტის ქსელი. ცენტრალური საავტომობილო გზის მაგისტრალი ასფალტირებულია,შ იდა სასოფლო გზები ნაწილობრირ დაფარულია ბეტონის საფარით ნაწილი კი მოხრეშილია. 2020 წლისთვის დაგეგმილია სოფელში გარე განათების მოწყობა, საბავშვო ბაღის გაფართოება და შიდა სასოფლო გზების ბეტონის საფარით მოწყობა.

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ერთიან რესურსად იყიდება მიწის 3 ნაკვეთი ჩაის პლანტაციებით, რომელიც ექვემდებარება აღდგენა-განახლებას)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 1) 29.03.33.100 2) 29.03.02.684 3) 29.03.04.457
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ოფურჩხეთი. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 350-380 მ. ქალაქ წყალტუბოდან 26 კმ-ში. ახლოს გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა „ქუთაისი-ალპანა-მამისონი“. ნაკვეთიდან 18 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის სადგური „ქუთაისი“, 40 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • ფართობი: 1) 88 561.00 მ2; 2) 96 503.00 მ2; 3) 135 635.00 მ2; ჯამში: 320 699.00 მ2
  • რელიეფი: დამრეცი.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი გუმათი (5კმ), სოფელი ჟონეთი (3კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: პლანტაცია მდებარეობს ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ
    • ელექტრო სისტემა: პლანტაციიდან დაახლოებით 500 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: ნაკვეთზე არის წყაროები
    • სარწყავი სისტემა: სოფელში არ არის
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია (ამჟამად საქართველოში მოქმედებს ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო დახმარებას ამ საქმეში. დეტალური ინფორმაცია პროგრამაზე იხ: http://arda.gov.ge/projects/read/project_scope/12:parent. ჩაის ნედლეულის ჩაბარება შესაძლებელია სოფელ გუმათის ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში (ს/კ 29.03.37.100). ჩაის პლანტაციის ამოძირკვის შემთხვევაში შესაძლებელია კენკროვანი და სხვა მრავალწლოვანი კულტურების გაშენება.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

      

სასარგებლო ბმულები