პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი / სოფელი სანახშირე

მიმოხილვა

 

სანახშირე - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. შედის სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემდეგ სოფლებებთან ერთად: ზედა წიფლავაკე, მარტოთუბანი, საღვინე, ქვედა წიფლავაკე. ზღვის დონიდან 350 მეტრი, ზესტაფონიდან 10 კილომეტრი.

სოფელი მდებარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო გზიდან 7 კმ-ში, ქუთაისი-საჩხერის რკინიგზის ხაზზე (სადგური - მარტოთუბანი). სოფლიდან 64 კმ-ში მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 162 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

375

180

195

2014

 162

82

80

გადმოცემის თანახმად სოფლის სახელწოდება უკავშირდება „შორაპნის ციხის“ ისტორიას, რომლის თანახმად ამ სოფლიდან ხდებოდა შორაპნის ციხის მომარაგება ხის ნახშირით, სწორედ აქედან წარმოიშვა სოფლის სახელწოდება - „სანახშირე“.

სოფელი ელექტროფიცირებულია, მიმდინარეობს გაზიფიკაცია. სოფლამდე მიდის მობეტონებული გზა, შიდა გზები ძირითად მოხრეშილია. სოფლის მოსახლეობა სარგებლობს მეზობელად მდებარე დაბა შორაპანში არსებული საჯარო სკოლით, საბავშვო ბაღით (8 კმ), ასევე სოფელ საღვინეში არსებული სამედიცინო ამბულატორიით (5 კმ).

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით (ყოფილი კლუბის შენობები)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობებით
  • შენობ(ებ)ის აღწერა:

    შენობა N1 - ფართობი: 188.5 მ2; სართულების რაოდენობა: 1; ტექნიკური მდგომარეობა: საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

    შენობა N2 - ფართობი: 301.4 მ2; სართულების რაოდენობა: 1; ტექნიკური მდგომარეობა: საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

    შენობა N3 - ფართობი: 99.7 მ2; სართულების რაოდენობა: 1; ტექნიკური მდგომარეობა: ექვემდებარება დემონტაჟს.

  • საკადასტრო კოდი: 32.15.41.083
  • ადგილმდებარეობა: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი სანახშირე, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 10 კმ. ზღვის დონიდან 350 მ. ნაკვეთი მდებარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო გზიდან 7 კმ-ში, თბილისი-სამტრედიის რკინიგზის ხაზიდან 5 კმ-ში (სადგური - შორაპანი). ნაკვეთიდან 62 კმ-ში მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • მიწის ფართობი: 6 254.00 მ2.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ზედა წიფლავაკე (1.5 კმ), ქვედა წიფლავაკე (2 კმ), სოფელი საღვინე (5 კმ), დაბა შორაპანი (5 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: მიმდებარედ გადის მობეტონებული გზა
    • ელექტრო სისტემა: მიმდებარედ არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: არ არის წყლის სისტემა
    • გაზმომარაგება: სოფელში მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები
  • გამოყენების მიზნობრიობა: სამეწარმეო ან სხვა დანიშნულებით.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

   

 

2. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით (ყოფილი სკოლის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობებით
  • შენობ(ებ)ის აღწერა:

    შენობა N1 - ფართობი: 60.82 მ2; სართულების რაოდენობა: 1; ტექნიკური მდგომარეობა: საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

    შენობა N2 - ფართობი: 42.54 მ2; სართულების რაოდენობა: 1; ტექნიკური მდგომარეობა: საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

    შენობა N3 - ფართობი: 919.74 მ2; სართულების რაოდენობა: 2; ტექნიკური მდგომარეობა: საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

  • საკადასტრო კოდი: 32.15.41.083
  • ადგილმდებარეობა: ზესტაფონის რაიონი, სოფელი სანახშირე, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 9 კმ. ზღვის დონიდან 200 მ. ნაკვეთი მდებარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო გზიდან 7 კმ-ში, თბილისი-სამტრედიის რკინიგზის ხაზიდან 5 კმ-ში (სადგური - შორაპანი). ნაკვეთიდან 62 კმ-ში მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • მიწის ფართობი: 1436.04 მ2.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ზედა წიფლავაკე (1.5 კმ), ქვედა წიფლავაკე (2 კმ), სოფელი საღვინე (5 კმ), დაბა შორაპანი (5 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: მიმდებარედ გადის სოფლის ცენტრალური მოხრეშილი გზა
    • ელექტრო სისტემა: მიმდებარედ არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: არ არის წყლის სისტემა
    • გაზმომარაგება: სოფელში მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია საწარმოო მიზნით გამოყენება, ასევე ფერმერული მეურნეობისთვის.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

      

 

სასარგებლო ბმულები