პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი / სოფელი სასახლე

მიმოხილვა

 

სასახლე - სოფელი საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუჯას და ძუსას (ყვირილის აუზი) ხეობაში. შედის ქვედა საზანოს ადმინისტრაციული ერთეულში შემდეგ სოფლებთან ერთად: ქვედა საზანო, ტყლაპი-ვაკე, შიმშილაქედი. ზღვის დონიდან 320 მეტრი. მანძილი ქ. ზესტაფონამდე 18 კმ, ქუთაისამდე - 52 კმ. თბილისამდე - 200კმ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალიდან სოფელი დაშორებულია 15 კმ-ით, უახლოესი რკინიგზის სადგური არის ზესტაფონში (19 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (65 კმ).

სოფელში მდებარეობს სასახლის მაცხოვარის (XIX ს) და დედაღვთისას (XIX ს) სახელობის ტაძრები, მდინარე ძუსას სანაპიროდან 50-60 მ სიმაღლეზე მდებარეობს „კვინწიხის გორა“. მდინარე ძუსას მარცხენა მხარეს არის ადგილი, რომელსაც სასახლეს ეძახიან. ამ ადგილებში მდგარა სასახლე, რომელიც იმერეთის მეფეთა საზაფხულო დასასვენებელ-სანადირო ადგილს წარმოადგენდა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1134 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

2834

1405

1429

2014

 1134

554

580

სოფელში ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა, კერძოდ მესიმინდეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა.

სოფელში არის საჯარაო სკოლა, საბავშო ბაღი, სამედიცინო პუნქტი, სამი სპორტული მოედანი, სარიტუალო მომსახურების დარბაზი, სავაჭრო ობიექტები და სხვა. სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, არის წყალგაყვანილობა. 2020 წლისთვის დაგეგმილია სოფლის ცენტრალური გზის მობეტონება, შიდა გზები მოხრეშილია.

საინვესტიციო რესურსები

1. სასარგებლო წიაღისეული - თიხის საბადო

  • რესურსის ტიპი: სასარგებლო წიაღისეული
  • რესურსის ქვეტიპი: თიხის საბადო
  • მარაგი: თიხის საბადო მოიცავს 20 ჰექტარს, განთავსებულია 2 მეტრი მიწის საფარის ქვეშ
  • შემადგენლობა/თვისებები: დანალექი და ჰიდროთერმულად შეცვლილი ქანი შედგება თიხის მინერალებისაგან. თიხის საბადოს შემცველობაში შედის: კვარცი, მინდვრის შპატი, ქარსი და სხვა. რომელთა ჯამური რაოდენობა არ აღემატება 30%-40% -ს
  • ადგილმდებარეობა: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი სასახლე, მდინარე ბუჯასა და ძუსას (ყვირილის აუზი) ხეობაში, ქალაქ ზესტაფონიდან ჩრდილოეთით (18 კმ.), ზღვის დონიდან 320 მეტრი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალიდან სოფელი დაშორებულია 16 კმ-ით, უახლოესი რკინიგზის სადგური არის ზესტაფონში (20 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (66 კმ).
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: ესაზღვრება ქვედა და ზედა საზანო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ოცდაექვსი მაისი.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: რესურსამდე მიდის მოხრეშილი გზა
    • ელექტრო სისტემა: 1 კმ-ში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: 200 მ-ში მდებარეობს პატარა მდინარე მაძარულა
    • გაზმომარაგება: 500 მეტრში არის გაზგაყვანილობის სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: საამშენებლო აგურის, კრამიტის და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის საწარმოებლად.
  • სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სავარაუდო ღირებულება: „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაზე სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთი შეადგენს 200 ლარს (წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/12880?publication=67)
  • სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის პირობები: თიხის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლებისათვის საჭიროა სპეციალური ლიცენზია, რომლის მოპოვება ხდება ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობით.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, ცხელი ხაზი: (+995 492) 25 26 26, ან სსიპ - წიაღის სააგენტო. თბილისი, აღმაშენებლის 150. ტელ.: (+995 322) 43 95 57. ელ. ფოსტა: [email protected]

   

სასარგებლო ბმულები