პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჩხერის მუნიციპალიტეტი / სოფელი ცხომარეთი

მიმოხილვა

ცხომარეთი - სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში. ცხომარეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი, რომლის შემადგენლობაში შედიან სოფლები: მოხვა და უზუნთის უბანი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მეტრში, საჩხერიდან 10 კმ-ში, გომი-საჩხერე-ჭითურა-ზესტაფონის ცენტრალური საავტომობილო გზიდან 10 კმ-ში, საჩხერის ცენტრალური ავტოსადგურიდან და რკინიგზის სადგურიდან 10 კმ-ში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 110 კმ-ში.

უხუცესთა გადმოცემით, სოფლის სახელწოდება უკავშირდება ტერიტორიას, სადაც ყველა პირობა იყო იმისათვის, რომ ადამიანს ცხოვრება შეძლებოდა. არის მოსავლიანი მიწა, სასმელი წყალი, საძოვრები, სათიბები და მრავალფეროვანი ტყის მასივები. კლიმატური პირობები - ზომიერი.

სოფელთან (1 კმ-ში) მდებარეობს ჯრუჭის მონასტერი, რომელიც თარიღდება IX-X საუკუნეებით და გამორჩეული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. 1991 წელს ძეგლი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომლის დასრულება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

ცხომარეთს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და სარგებლობს რიგი საგადასახადო და სოციალური შეღავათებით. (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“).

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 126 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

293

139

154

2014

 126

66

60

2018 წლისთვის სოფლის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 231 ადამიანი.

ცხომარეთში არის საჯარო სკოლა, უახლოესი ამბულატორია მდებარეობს მეზობელ სოფელ მოხვაში (6 კმ). სოფელი არის ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, არის წყალგაყვანილობის სისტემა.

ამჟამად მიმდინარეობს საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის ძირითადი სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2020 წლისთვის.

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 35.05.43.084
  • ადგილმდებარეობა: მდებარეობს ცხომარეთის საჯარო სკოლის ტერიტორიის მიმდებარედ. მდინარე მუხურას სანაპიროზე, დასახლებული პუნქტიდან 2 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 550 მეტრის სიმაღლეზე. ნაკვეთიდან 50 მეტრში გაივლის საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზ, რომლის ძირითადი სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2020 წლისთვის. ნაკვეთთან 100 მეტრში ჩამოდის მდინარე ჯრუჭულა.
  • ფართობი: 681.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე, ოდნავ დამრეცი ფერდობით.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი მოხვა (4 კმ), უზუნთის უბანი (3 კმ), ცხომარეთის ცენტრამდე (1 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთთან გაივლის (მიმდინარეობს იმერეთი - რაჭასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა)
    • ელექტრო სისტემა: ელექტროენერგია არის მიმდებარედ
    • წყალმომარაგება: წყალგაყვანილობის სისტემა არის მიმდებარედ
    • გაზმომარაგება: გაზ-გაყვანილობა არის მიმდებარედ
  • გამოყენების მიზნობრიობა: ტურიზმის განვითარების მიზნით, დასასვენებელი ბანაკის ან სწრაფი კვების ობიექტის ასაშენებლად (ახლოს გაივლის იმერეთი-რაჭის გზა).
  • საკუთრების ფორმა: კერძო საკუთრება (ეძებს თანაინვესტორს)
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: არ იყიდება. თანაინვესტირების ოდენობა დამოკიდებულია საინვესტიციო პროექტზე
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: თანაინვესტირება
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გიგა მერმანიშვილი, ტელ: (+995) 599 221 784

სასარგებლო ბმულები