პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თერჯოლის მუნიციპალიტეტი / სოფელი ზედა სიმონეთი

მიმოხილვა

ზედა სიმონეთი - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სიმონეთის ვაკესა და ბორცვიან მთისწინეთზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე, თერჯოლიდან 15 კმ-ში. გაშლილია შემაღლებულ პლატოზე და ზემოდან გადაჰყურებს ყვირილას დაბლობს. სოფელი ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაშორებულია 6 კმ-ით, რკინიგზის უახლოესი სადგურიa „ზესტაფონი“, რომელიც მდებარეობს 25 კმ-ში; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 48 კმ-ს.

სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მატერიალური კულტურის ძეგლს წარმოადგენს.

1716 წელს სოფელში გაიმართა სიმონეთის ბრძოლა, რომლის შედეგადაც იმერეთის მეფე გახდა გიორგი IV გურიელი.

ზედა სიმონეთში დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი. აქ არის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი.

ზედა სიმონეთში ეკონომიკის ძირითადი სფეროა სოფლის მეურნეობა: ძირითადად მოჰყავთ სიმინდის კულტურა, ხარობს თხილი. გავრცელებულია მევენახეობა. მოსახლეობა ასევე მისდევს მესაქონლეობას.

სოფელზე გადის უნაგირას მთის მიდამოებთან და შინდოვნის მთაზე მდებარე „ნასაყდრების“ ტაძრამდე დამაკავშირებელი ტურისტული გზა, რომელიც ძველი აბრეშუმის გზის ნაწილია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1349 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

1824

890

934

2014

 1349

697

652

სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, საექიმო ამბულატორია, სასოფლო კლუბი, კომერციული ობიექტები, სარიტუალო დარბაზი.

მოასფალტებულია დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა, ცენტრალური ავტობანი ქალაქ ტყიბულის მიმართულებით (ქვედა სიმონეთი - ბარდუბანი - ზედა სიმონეთი - ძევრი), წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზა.

სოფელი ელექტროფიცირებულია, რამდენიმე უბანში მოწყობილია გარე განათება. სოფელი გაზიფიცირებულია. სასმელი წყალი სოფელს მიეწოდება საკუთარი რეზერვუარიდან თვითდინებით. არის უკაბელო ინტერნეტი.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ყოფილი მაღაზიის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: ფართობი - 45 მ2; სართულების რაოდენობა - 1; ოთახების რაოდენობა - 2; ჭერის სიმაღლე - 3 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარემონტო.

  • საკადასტრო კოდი: 33.13.03.768
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ზედა სიმონეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი. ნაკვეთი მდებარეობს სოფლის ცენტრიდან 3 კმ-ში. ნაკვეთამდე მიდის შიდა სასოფლო მოხრეშილი საავტომობილო გზა. ნაკვეთი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან (ავტობანი) დაშორებულია 7 კმ-ით, „ზესტაფონის“ რკინიგზის სადგურიდან - 28 კმ-ით, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 50 კმ-ით.
  • მიწის ფართობი: 70.00 მ2.
  • რელიეფი: ვაკე.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ბარდუბანი (2,5 კმ) და სოფელი ძევრი (1,8 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: შენობის მიმდებარედ გადის გრუნტის გზა
    • ელექტრო სისტემა: ელექტრო სისტემა მიყვანილია შენობამდე
    • წყალმომარაგება: 2020 წელს იგეგმება წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობა
    • გაზმომარაგება: გაზგაყვანილობის ცენტრალური მაგისტრალიდან შენობა მდებარეობს 30 მეტრში
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გაკეთდეს სასურსათო მაღაზია (ახლოს არ არის ასეთი მაღაზია), ან აშენდეს საცხოვრებელი სახლი.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ღირებულება განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, საბოლოო ღირებულება - აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მიმართოს მესაკუთრეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო: ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

 

2. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობით (ყოფილი წისქვილის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: ფართობი - 56 მ2; სართულების რაოდენობა - 1; ოთახების რაოდენობა - 1; ჭერის სიმაღლე - 3 მ. ტექნიკური მდგომარეობა: ექვემდებარება დემონტაჟს.

  • საკადასტრო კოდი: 33.13.32.186
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ზედა სიმონეთი თერჯოლის მუნიციპალიტეტი, მე-15 ქუჩა, #1. მდებარეობს სოფლის ცენტრიდან 3 კმ-ში. ნაკვეთამდე მიდის შიდა სასოფლო მოხრეშილი საავტომობილო გზა. ნაკვეთი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან (ავტობანი) დაშორებულია 7 კმ-ით, „ზესტაფონის“ რკინიგზის სადგურიდან - 26 კმ-ით, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 50 კმ-ით.
  • მიწის ფართობი: 116.00 მ2.
  • რელიეფი: ვაკე.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ბარდუბანი და სოფელი ძევრი.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: შენობის მიმდებარედ გადის გრუნტის გზა
    • ელექტრო სისტემა: ელექტრო სისტემა მიყვანილია შენობამდე
    • წყალმომარაგება: 2020 წელს იგეგმება წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობა
    • გაზმომარაგება: გაზგაყვანილობის ცენტრალური მაგისტრალიდან შენობა მდებარეობს 20 მეტრში
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გაკეთდეს სასურსათო მაღაზია (ახლოს არ არის ასეთი მაღაზია), ან აშენდეს საცხოვრებელი სახლი.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ღირებულება განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, საბოლოო ღირებულება - აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მიმართოს მესაკუთრეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო: ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები