პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

15 მაისს გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი უკრაინის დასახმარებლად


02.05.2022

ქართული კულტურისა და განათლების ცენტრი სამხრეთ კალიფორნიაში 15 მაისს მართავს საქველმოქმედო კონცერტს უკრაინის მხარდასაჭერად - “ქართულ-უკრაინული ხმა ლოს ანჟელესიდან”. 

საქველმოქმედო კონცეტრში გაერთიანდებიან ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი და უკრაინელი მუსიკოსები. ამ ერთობლივ პროექტს შეუერთდებიან ადგილობრივი ქართული ახალგაზრდული აკადემიის მოსწავლეები, რათა გამოხატონ სოლიდარობა უკრაინელი ბავშვების მიმართ და საკუთარი შესაძლებლობებით დაეხმაროს მათ ამერიკიდან.

შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინაში მოქმედ ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელ ორგანიზაციაში.

დამატებითი ინფორმაცია საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ შეგიძიათ იხილოთ:

https://www.facebook.com/events/1369156686917484/?ref=newsfeed