პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით


26.05.2021

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებათა ფარგლებში, საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ექსპერიმენტული მუსიკის ონლაინღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობენ ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი ქართველი მუსიკოსები.

ღონისძიება ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულების - ხაისბერტ დე იახერსა და ბერნარდ სტაუვინხას მხარდაჭერით განხორციელდა.