პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

5 მაისს ქალაქ ბორდოში დაგეგმილია საკონსულო შემოვლა


29.04.2022

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

მიმდინარე წლის 5 მაისს ქ. ბორდოში დაგეგმილია საკონსულო შემოვლა, საქართველოს მოქალაქეებისათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით.

მოქალაქეთა მიღება გაიმართება ცოცხალი რიგით 5 მაისს 10:00-14:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე:

Rue du 8 mai 1945 - 33150 - Cenon (La Maison des Associasions) 

(ტრანსპორტი ქ. ბორდოდან: ტრამვაის A ხაზი - მიმართულება Floirac Dravemont

- გაჩერება - Station Clémenceau, ხოლო ავტობუსი - Ligne Corol 32) 

5 მაისს საკონსულო შემოვლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება შემდეგი მომსახურებების მიღება:

1. პასპორტი/პირადობის მოწმობა;

2. პირადი ნომრის მინიჭება;

3. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;

4. სამოქალაქო აქტების განმეორებითი მოწმობები (დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, სახელის და/ან გვარის შეცვლის);

5. ცნობები (ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ, ორთოგრაფიის დამოწმება, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, ცნობა მართვის მოწმობის შესახებ, ცნობა პენსიის შესახებ, Certificat de coutume);

6. დოკუმენტის თარგმანი და დამოწმება;

7. საქართველოს მოქალაქეობის საკითხები (მოქალაქეობის შენარჩუნება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, მოქალაქეობის დადგენა, მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება);

დეტალური ინფორმაცია წარმოსადგენი დოკუმენტაციის და მომსახურების საფასურის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე:

http://france.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=1929&lang=1

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ: 01 45 02 11 07 (ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-17:00 და პარასკევს 10:00-13:00)

[email protected]

 

პოსტი #1

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდა არ იქნება შესაძლებელი.

მომსახურების საფასური უნდა გადაიხადოთ წინასწარ საელჩოს ანგარიშზე, საბანკო გადარიცხვის გზით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (AVIS D'OPERATION DE VIREMENT) წარმოადგინოთ ვიზიტის დროს.

ანგარიშის ნომერია: 

Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568  Guichet 19926   № compte  00020091202  Clé  34

IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP

 

პოსტი #2

თუ გსურთ, რომ დამზადებული დოკუმენტები უკან დაზღვეული ფოსტით დაგიბრუნდეთ, განცხადების შემოტანისას საბუთებს თან დაურთეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი დოკუმენტისთვის). 

წინააღმდეგ შემთხვევაში, დამზადებულ დოკუმენტების გასატანად უნდა გამოცხადდეთ ქ. პარიზში საქართველოს საკონსულოში ნებისმიერ პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე.

 

პოსტი #3

ბორდოში 5 მაისის საკონსულო შემოვლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება შემდეგი მომსახურებების მიღება:

1. პასპორტი/პირადობის მოწმობა;

2. პირადი ნომრის მინიჭება;

3. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;

4. სამოქალაქო აქტების განმეორებითი მოწმობები (დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, სახელის და/ან გვარის შეცვლის);

5. ცნობები (ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ, ორთოგრაფიის დამოწმება, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, ცნობა მართვის მოწმობის შესახებ, ცნობა პენსიის შესახებ, Certificat de coutume);

6. დოკუმენტის თარგმანი და დამოწმება;

7. საქართველოს მოქალაქეობის საკითხები (მოქალაქეობის შენარჩუნება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, მოქალაქეობის დადგენა, მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება);

დეტალური ინფორმაცია წარმოსადგენი დოკუმენტაციის და მომსახურების საფასურის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: 

http://france.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=1929&lang=1

 

გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია.