პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონაში გაიმართა წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს 15 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო


29.04.2022

მიმდინარე წლის 17 აპრილს, ქალაქ ბარსელონაში გაიმართა წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს 15 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. 

ღონისძიება შედგა ბარსელონას Casinet d’Hostafrancs დარბაზში სადაც 450-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. 

ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იყო მოკლე ვიდეო კლიპი, რომელიც ასახავდა განვლილი 15 წლის განმავლობაში სამრევლოს დაფუძნებიდან დღემდე გაწეულ საქმიანობას, ასევე წარმოდგენილი იყო ქართულ-ესპანური ფოლკლორული ანსამბლი Vocal Virgan, ცეკვის ანსამბლი “ქართველო”, ფოლკლორული ანსამბლი “Georgia Folk”, გოგონათა ჯგუფი “ბეთანია”, ჯგუფი “გამა”, ქართული საკრავების ანსამბლი “ვაზი”, ჯამში შესრულდა 35 ნომერი, რამაც გასტანა 4 საათზე მეტი. ღონისძიება, ასევე ატარებს ჰუმანიტარულ ხასიათს, რომელიც უკავშირდება უკრაინაში განვითარებულ მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის დახმარებას, კერძოდ ბარსელონაში მყოფ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ სამ ოჯახს გადაეცა ფულადი დახმარება, რომელიც განვლილი ორი კვირის მანძილზე ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში შეგროვდა. 

ღონისძიება გახსნა სამრევლოს წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა, მან გამოსვლაში ისაუბრა, სამრევლოს დაფუძნებიდან დღემდე არსებულ მიღწევებსა და სირთულეებზე, ასევე ხაზი გაუსვა გენერალურ საკონსულოსთან მჭიდრო და წარმატებულ თანამშრომლობას და მადლიერება გამოხატა აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

ღონისძიებას დაესწრო ქალაქ ბარსელობაში საქართველოს გენერალური საკონსულოს სრული შემადგენლობა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჭკუასელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საგანგებოდ გამოგზავნილი მისალოცი წერილი, სამრევლოს წინამძღვარს გადასცა.