პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

“ბერძნული კერამიკის ცენტრში” ბერძენი და ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა


10.05.2022

2022 წლის 8 მაისს ათენში მარუსის მუნიციპალიტეტის “ბერძნული კერამიკის ცენტრში” ბერძენი და ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი საბერძნეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ასოციაცია გახლავთ. (Parhellenic association of literature & art - PELT).

გამოფენაში, რომელიც 14 მაისამდე გასტანს, ქართველ მხატვართა დიდი ჯგუფია წარმოდგენილი, მათ შორის: 

გამოფენის საზეიმო გახსნას საელჩოს უფროსი მრჩეველი, დეა მუმლაძე დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში საელჩოს წარმომადგენელმა და ქართველმა მხატვრებმა ისაუბრეს ხელოვნების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა საელჩოს მხარდაჭერის მნიშვნელობა.

დეა მუმლაძემ ქართველ მხატვრებთან ერთად განიხილა მიმდინარე წლის განმავლობაში მათი საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საელჩოს ჩართულობისა და ქართველი ნიჭიერი მხატვრების თანადგომისათვის,

გამოფენაში მონაწილე ხელოვანებს ორგანიზატორების მიერ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

მსურველებს ექსპოზიციის დათვალიერება შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: 

ბერძნული კერამიკის ცენტრი, კიფისიის გამზირი N 207, მარუსი.