პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დანიაში ისტორიკოს ბექა კობახიძის საჯარო ლექცია გაიმართა


24.09.2019

ა.წ. 24 სექტემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა ქართველი ისტორიკოსის, ბექა კობახის ლექცია „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ევროპული პოლიტიკა“, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ელჩმა დანიის სამეფოში, გიგი გიგიაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ბექა კობახიძე. საკუთარ მცირე მოხსენებაში ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ისტორიაში პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობას.

თავის მხრივ, ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ ისაუბრა პირველი რესპუბლიკის შექმნის წინაპირობებზე, საგარეო პოლიტიკის ორიენტაციასა და დიპლომატიური სამსახურის სპეციფიკაზე. ლექციის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობებზე სკანდინავიურ ქვეყნებთან.

ღონისძიების დასასრულს, გაიმართა მცირე მიღება, რომლის დროსაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და ისტორიკოსს შორის, უშუალო გარემოში, გაგრძელდა საუბარი საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე.