პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია - ილია დარჩიაშვილი


13.08.2022

2022 წლის  12 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2022 წლის საგრანტო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ,  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და  საქართველოში  ICMPD-ის ოფისის ხელმძღვანელმა ზურაბ ყორღანაშვილმა.   

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კონკურსში გამარჯვებულ დიასპორელებს  მადლობა გადაუხადა საგრანტო პროგრამების კონკურსზე წარმოდგენილი საინტერესო იდეებისა და ინიციატივებისათვის და აღნიშნა, რომ   დიასპორის მხარდასაჭერად გამიზნული საგრანტო პროგრამები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ქართულ დიასპორაში.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წელს სამინისტრომ განახორციელა სამი მნიშვნელოვანი საგრანტო პროგრამა: "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ და საგრანტო პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომელთა მიზანიცაა ხელი შეუწყოს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და  ქართული კულტურის პოპულარიზაციას.   საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიისა და პოსტკრიზისულ პერიოდში, საგრანტო პროგრამების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ემიგრანტთა წინაშე პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრა, ხოლო შემდგომ ეტაპზე საგრანტო პროგრამების მიზნების ფოკუსირება საქართველოს ევროპული მომავლის ჭრილში ქართული დიასპორის როლის ახლებურად გააზრებაზე იქნა გადატანილი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის საგრანტო პროგრამებში ჩართულ  ყველა თანამემამულეს დაინტერესებისა და მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც შეინარჩუნებს მჭიდრო კავშირს  დიასპორასთან და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტების განხორციელების გზით, ხელს შეუწყობს მის აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ  2022 წლის საგრანტო პროექტის "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“- გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა 76 პროექტი (23 ქვეყნიდან), რომელთაგან, კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 17 გამარჯვებული (12 ქვეყანა) . ნომინაციაში „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“-  წარმოდგენილ იქნა 26 განაცხადი (14 ქვეყნიდან). კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 10 გამარჯვებული (9 ქვეყნიდან).  რაც შეეხება  საგრანტო პროექტის  „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 52 განაცხადიდან,  სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით  გამოვლინდა 16 გამარჯვებული.

ღონისძიების ონლაინ ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ: