პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროპული ენების დღე ათენში


20.09.2021

შაბათს, 2021 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ათენში მცხოვრებ თანამემამულეებს იწვევს ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელიც ჩატარდება ათენის ცენტრში, ეროვნულ პარკში. 

ღონისძიებაზე, რომელშიც ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საელჩო საბერძნეთში მეექვსედ იღებს მონაწილეობას, სტუმრები და დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ენის შესახებ შექმნილ ბროშურებს და აუდიო-ვიდეო მასალებს.

ასევე, საბერძნეთის მითებისა და ხალხური ზღაპრების ცენტრთან თანამშრომლობით, ყველა მონაწილე ქვეყნის ენაზე მოეწყობა ხალხური ზღაპრების მხატვრული კითხვა.

სურვილის შემთხვევაში, გეძლევათ შესაძლებლობა თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღოთ საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული ენის პოპულარიზაციაში.

ასევე, შეძლებთ, მიიღოთ ინფორმაცია ათენში არსებული სხვადასხვა კულტურული ინსტიტუტის საქმიანობის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და ზოგადად, ევროპული ენების შესახებ.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.