პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გავლენიანმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


15.10.2021

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში’’ ერთ-ერთ მიმართულებასთან - “Invest in Georgia” თანამშრომლობით, გავლენიანმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ, ‘’Ryan Strategic Advisory“ ევროპის ბიზნეს სერვისების პოტენციალის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პოტენციალს გაესვა ხაზი.

ანგარიში მიმოიხილავს ბიზნეს სერვისების ‘“Outsourcing“-ის უახლეს ტენდენციებს და იმ როლს, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს პანდემიის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში. ანგარიშის მიხედვით, კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე, განვითარებული სექტორი - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს.

"აწარმოე საქართველოს" ინფორმაციით, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უკვე რამდენიმე ისეთმა გლობალურმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება საქართველოში, როგორებიცაა Concentrix; Majorel და EPAM.

ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

https://page.investingeorgia.org/nearshore_opportunity