პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

“Georgian Airways” ჩარტერულ რეისებს ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით აგვისტოშიც შეასრულებს


23.07.2020

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways“-ი ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას აგვისტოშიც გააგრძელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ჩარტერული ფრენების შესრულებას 2020 წლის აგვისტოში შემდეგი განრიგით გეგმავს:

ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებენ ავიაკომპანიები - „Lufthansa”და “Air France”. კერძოდ, ავიაკომპანია “Lufthansa” მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 2 აგვისტოდან განაახლებს, პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე კი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა კომპანია „Air France“-ის მიერ 8 აგვისტოდან განახლდება.


[ივლისში საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი სპეციალური (სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული) და კომერციული ვიარეისების განრიგი]

[ხშირად დასმული კითხვები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით]

 

ფოტო: ავიაკომპანია "Georgian Airways"