პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გერმანიაში საქართველოს ელჩმა დიასპორული გაერთიანებების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა


26.05.2021

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ, ვირტუალურ ფორმატში, შეხვედრა გამართა გერმანიაში მოქმედი ქართული დიასპორული გაერთიანებების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს ელჩმა დიასპორული ორგანიზაცებისა და ქართული კულტურის ცენტრების წარმომადგენლებს მიულოცა ეროვნული დამოუკიდებლობის დღე და საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, მიმდინარე ქართულ-გერმანულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, გამოხატეს მზადყოფნა, სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტად ჩაერთონ ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პროცესში.

26 მაისი #ესდღეჩვენია