პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"გლობალური კონფერენცია მეცნიერებაში დიასპორული ქსელების შესახებ" - გაიმართება


21.09.2022

მიმდინარე წლის 21-23 სექტემბერს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება გლობალური კონფერენცია დიასპორელი მეცნიერების და სამეცნიერო ქსელების შესახებThe Global Conference for Diaspora Networks in Science

დიასპორის გლბალური კონფერენცია თავს მოუყრის სამეცნიერო და აკადემიური სფეროსსახელმწიფო და კერძო სექტორის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, წარმოაჩენს დიასპორაში არსებული ადამიანური და სოციალური კაპიტალის მნიშვნელობას სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის  და ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული პანელი ჩანიშნულია 2022 წლის22 სექტემბერს, 14:00-14:40 საათზე, პანელის სახელწოდებააGeorgian Diaspora and Science across borders.  იგი დაეთმობა შემდეგ საკითხებს:

- საქართველოს ასოცირება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამასთან ,,ჰორიზონტი ევროპა /Horizon Europe’’, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერების ჩართულობის და ერთობლივ კვლევით პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობები

- სამეცნიერო დიასპორასთან თანამშრომლობით მიმდინარე და გამორჩეული ერთობლივი კვლევითი/აკადემიური პროგრამები

- მეცნიერება, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშემწყობი რბილი ძალა/ Science for diplomacy 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://www.idiaspora.org/en/form/event-registration?event_id=5996 

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, იხილოთ Zoom ბმული

https://events.zoom.us/ev/AhHI05uzbnHrfoqMDUJnVERnF5DaNH7CfmFcgAXZ0dSjI6uyXv6~AggLXsr32QYFjq8BlYLZ5I06Dg