პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტები შვეიცარიაში


30.04.2022

2022 წლის აპრილის თვეში შვეიცარიაში გაიმართება აქტუალური მუსიკის ფესტივალი, სახელწოდებით: „CLOSE ENCOUNTERS 2022“. ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე გორის ქალთა კამერული გუნდია.

საფესტივალო დღეებია:

26.04.2022 - 20:00 საათი - ციურიხი - KUNSTRAUM WALCHETURM;

28.04.2022 - 20:00 საათი - შტანსი - STANSER MUSIKTAGE;

29.04.2022 - 20:00 საათი - ვინტერთური - FEILENHAUER;

30.04.2022 - 21:00 საათი - ციურიხი - SENDER, der club von GDS.FM.

თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „Close Encounters“ თითქმის ორი ათეული წელია არსებობს. ის აერთიანებს როგორც ახალგაზრდა, ასევე ცნობილ მუსიკოსებს შვეიცარიიდან და საქართველოდან.

„Close Encounters“-ის წლევანდელი ფესტივალი წარმოადგენს უჩვეულო საგუნდო პროექტს. ეს გახლავთ ტანდემი ცნობილი „გორის ქალთა კამერული გუნდი“-სა და ოთხი ახალგაზრდა მუსიკოსისა, რომლებიც ელექტრონული მუსიკის სფეროში მოღვაწეობენ. ფესტივალზე  გაჟღერდება შვეიცარიელი კომპოზიტორების პიტერ კონრადინ ცუმთორისა და კეტი ვან ეკის მსოფლიო პრემიერები.

29 აპრილს ქალაქ ვინტერთურში, ძველი ქლიბის ქარხანაში, გაიმართება ქართული ხალხური მუსიკის კონცერტი, ასევე გაგიმასპინძლდებიან ქართული სამზარეულოთი.