პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

“იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ


13.08.2022

2022 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობის განვითარება. განსაკუთრებული ყურადღებას ეთმობა უცხოეთში მყოფ ახალგაზრდებში არსებული ადამიანური კაპიტალის ქვეყნის საკეთილდღეოდ მიმართვას. ამ მიზანს ემსახურება საგრანტო პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი ერთგული პარტნიორის, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ხელი შეუწყონ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას,  ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

აღნიშნულ კონკურსში გამოვლინდა 16 გამარჯვებული:

მარიამ რურუა

ქვეყანა: ავსტრია, ვენა

ალექსანდრე ქიზიყურაშვილი

ქვეყანა: ბელგია, ბრიუსელი

თამარი ახალაძე

ქვეყანა: გერმანია, ბერლინი

გვანცა შაორშაძე

ქვეყანა: დანია, კოპენჰაგენი

მარიამ ხოკერაშვილი

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, ლონდონი

ნატალი ჩხიტუნიძე

ქვეყანა: ესპანეთი, მადრიდი

გიორგი მჭედლიძე

ქვეყანა: ესტონეთი, ტარტუ

კარლო კოვზანაძე

ქვეყანა: ირლანდია, დუბლინი

გიორგი კოჩობაშვილი

ქვეყანა: ისრაელი, ჰერცელია

სოფიკო გეგეჭკორი

ქვეყანა: კორეა, სეული

მაკა ბერულავა

ქვეყანა: ლიეტუვა, კაუნასი

თამარ მნათობიშვილი

ქვეყანა: ნიდერლანდები, მასტრიხტი

გიორგი პაპავა

ქვეყანა: საბერძნეთი, ათენი

სოფიო ბაქანიძე

ქვეყანა: საფრანგეთი, პარიზი

თორნიკე ცირეკიძე

ქვეყანა: პოლონეთი, ვარშავა

თამუნა ჯაფარიძე

ქვეყანა: უნგრეთი, ბუდაპეშტი