პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ილია დარჩიაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა


31.05.2023

2023 წლის 27 მაისს, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” ფარგლებში,  საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დიასპორის ფორუმის მონაწილეებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სხვადასხვა პროექტებში მათი აქტიური ჩართლობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. 

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სახელმწიფოსა და დიასპორის მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს,  უცხოეთში ქართული დიასპორის გაძლიერებას და მათი მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული დიასპორა სახელმწიფოსთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ხელისუფლება კვლავ აქტიურად გაგრძელდება უცხოეთში მყოფ ქართველ თანამემამულეებზე ზრუნვას.