პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისრაელის ქართული დიასპორის წარმომადგენლების ვიზიტი იერუსალიმში


03.10.2019

მიმდინარე წლის 21 და 29 სექტემბერს, ისრაელში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ორგანიზებით, ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლები იერუსალიმში გაემგზავრნენ.

ისრაელში მცხოვრები თანამემამულეების ერთმანეთთან დაკავშირება-დაახლოების მიზნით, საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ღვთისმშობლობისა და ჯვართამაღლების დღესასწაულებზე ქართული დიასპორის წარმომადგენლები იერუსალიმს ეწვივნენ.

ორივე შეკრებაში, ისრაელში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, ქართული დიასპორის 120-ზე მეტმა წევრმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი მოინახულეს ისრაელში პირველი საკვირაო სკოლის „მამულის“ აღსაზრდელებმა.