პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იტალიაში საქართველოს საკონსულო სამსახური აგრძელებს საკონსულო ოლქის შემოვლას


29.04.2022

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! 

იტალიაში საქართველოს საკონსულო სამსახური აგრძელებს საკონსულო ოლქის შემოვლას და გეგმავს გასვლითი საკონსულო მომსახურების ორგანიზებას. გასვლითი მომსახურება მნიშვნელოვანია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებს საკონსულო მომსახურებისთვის რომში ჩამოსვლას. 

2022 წლის 2  მაისს საკონსულო ეწვევა ქ. ფლორენციას, სადაც  ყველა მსურველისგან ადგილზე ჩაიბარებს საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ, სხვადასხვა სახის განცხადებებს; ასევე, ადგილზე გაგიწევთ კონსულტაციას საკონსულო და სხვა სამართლებრივ საკითხებზე. 

ქ. ფლორენციაში მოქალაქეთა საკონსულო მიღება იწარმოებს ორშაბათს, 2 მაისს 10:00 – 15:00 საათის შუალედში.

მისამართი: Via Montebello, 22r, 50123 Firenze (FI)

საკონსულო მიღებასთან დაკავშირებით, დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 

+39 350 1483112 

[email protected] 

შესაძლოა, ზოგიერთ მოქალაქეს არ ჰქონდეს წვდომა სოც-ქსელებთან, შესაბამისად, გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს ახლობლებს, მეგობრებსა და ნაცნობებს შორის.

საკონსულო მოქმედებების ტარიფების შესახებ ინფორმაციას შეიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე: 

„ნულა ოსტა“ ქორწინება 

https://drive.google.com/.../175jBimgg.../view...

სრულწლოვანის პასპორტი 

https://drive.google.com/.../16Qpf8uPgz5uRmtqSCFC.../view...

არასრულწლოვანის პასპორტი

https://drive.google.com/.../1dQYkb1ZW4FwHt5Arxzf.../view...

დასაბრუნებელი მოწმობა

https://drive.google.com/.../1mVlMVqVh2anlvkNaka6.../view...

დოკუმენტის თარგმანი 

https://drive.google.com/.../1z8Ql2sSr5AC2xgU5VJk.../view...

ცნობის გაცემა 

https://drive.google.com/.../1Nxxc.../view...

ელექტრონული პირადობის მოწმობა

https://drive.google.com/.../19YDseAlJTDttW-i.../view...