პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ივერიონი განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების მიტანას უკრაინულ დიასპორაში


29.04.2022

19 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია "ივერიონმა" უკვე მეოთხეჯერ მიიტანა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინულ დიასპორაში, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად. 

ჰუმანიტარული დახმარების საერთო მიცულობამ საერთო ჯამში დაახლოებით ტონა ნახევარ ჰუმანიტარულ ტვირთს მოიცავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ივერიონი” მადლობას უხდის ყველა ქართველ ემიგრანტს, ვინც ასე ერთიანად დაუდგა გვერდით უკრაინელ ხალხს: “უფალმა შეიწიროს თქვენი გაღებული სიკეთე და მოგმადლოთ თქვენ და თქვენს ოჯახებს წყალობა და მშვიდობა! ჩვენ კი, არასამთავრობო ორგანიზაცია ივერიონი ისევ იმ შემართებით გავაგრძელებთ დახმარების შეგროვებას, როგორც პირველი დღიდან!” - ნატალია კაპანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ივერიონის” დამფუძნებელი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით არამთავრობო ორგანიზაცია “ივერიონს”:

https://bit.ly/36XZeA3