პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქ. ტრაბზონში ხელოვან ქალთა რიგით მე-11 საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა


11.07.2022

2022 წლის 1-5 ივლისს, ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია „Femin Art“-ის ორგანიზებით, ქ. ტრაპიზონში ჩატარდა ხელოვანთა რიგით მე-11 საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც 16 ქვეყნიდან ჩამოსული 40 მხატვარი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველო ფესტივალზე 15 მხატვრით იყო წარმოდგენილი. 

ფესტივალის ფარგლებში მონაწილეებს ტრაპიზონისა და რეგიონის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების, ვორქშოპების, სემინარების ჩატარებისა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივის კუთხით მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი დასრულდა ფესტივალში მონაწილე მხატვრების ნამუშევრების გამოფენის გახსნით, რამაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოფენის გახსნას ასევე ესწრებოდნენ ორთაჰისარის მერი, აჰმეთ მეთინ გენჩი, გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე, გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლების, მასმედიის, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

გელა ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ფესტივალის წარმატებულ მხატვრებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და მათ შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

ამასთან, 5 ივლისს, გენერალური საკონსულოს მიწვევით, ფესტივალის ორგანიზატორები და ქართველი მხატვრები გენერალურ საკონსულოს ესტუმრნენ და სამახსოვრო სურათები გადაიღეს. ფესტივალში მონაწილე ქართველმა მხატვრებმა   „Femin Art“-ის ხელმძღვანელს, შუქრან უსთს და გენერალურ საკონსულოს გამოჩენილი ყურადღებისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.