პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ სიეტლში დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა


19.10.2021

საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში, ლევან ბერიძე და კონსული, დავით კურტანიძე ქალაქ სიეტლში ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის ფარგლებში, საკონსულოს წარმომადგენლებმა, ქართული დიასპორის წევრებს, გააცნეს საკონსულოს მიზნები, ასვე ერთობლივად იმსჯელეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით სამომავლო გეგმების შესახებ. სიეტლში, გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობისა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

გენერალური კონსული და კონსული, აგრეთვე ეწვივნენ ქალაქ სიეტლში ქართულ საცხობს სკალკას.  სკალკას შეფი, ხათუნა კოპალიანი და მომხმარებელთა გამოცდილების უფროსი, ჩაკო ყარჩავა საცხობის მომხმარებლებს აცნობენ საქართველოს და სთავაზობენ მათ ქართული აჭარული ხაჭაპურის არჩევანს.