პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული საკვირაო სკოლებისთვის ინოვაციური ონლაინ პლატფორმა შეიქმნა


20.09.2021

პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლის პლატფორმაზე www.diaspora.edu.ge/ka შეიქმნა საკვირაო სკოლების მიმართულება: www.sundayschools.diaspora.edu.ge რომლის მიზანია, ქართული საკვირაო სკოლების ცნობადობის გაზრდის, სკოლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ საკვირაო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სკოლის პერსონალური  მრავალფუნქციური ვებ-გვერდით, რომლის მართვასაც შეძლებენ დამოუკიდებლად, გააზიარებენ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას სკოლაში მიმდინარე აქტივობებისა და საქმიანობის შესახებ.

ვებ-გვერდის პრეზენტაცია შედგება 30 სექტემბერს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, ZOOM პლატფორმის მეშვეობით.

ღონისძიებაზე დასასწრები ბმული იხილეთ:

https://us02web.zoom.us/j/85887753664

ონლაინ პრეზენტაციაზე დასწრება შეეძლებათ საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს, დამფუძნებლებსა და პედაგოგებს, ასევე, დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია:

https://forms.gle/bVXGuyhJy4vBiC6u7 

„პირველი საერთშორისო დიასპორული ონლაინსკოლის პლატფორმაზე შექმნილი საკვირაო სკოლების მიმართულება გვაძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მოვაქციოთ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაფანტული საკვირაო სკოლები. ჩვენთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ინფორმაციები მათი აქტივობების, მოსწავლეთა საერთო რაოდენობის, კონკურსების, საგაკვეთილო პროცესისა და სასწავლო დისციპლინების შესახებ. „ - თიკა სვანიძე ვენკო, ფონდის დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის პრეზიდენტი.

ინოვაციური პლატფორმა ქართულ საკვირაო სკოლებისთვის  ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“  პრეზიდენტის თიკა სვანიძე ვენკოსა და “საბავშვო არაფორმალური განათლების ცენტრის” ხელმძვანელის ვახტანგ ჯინჯიხაძის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა.