პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხერსონში დოკუმენტური ფილმის "Миротворці. У горах Сванетії" ჩვენება გაიმართა 


15.07.2019

15 ივლისს, ქ. ხერსონში, ქართული დიასპორული ორგანიზაცია „ილორი"-ს და ხერსონის მერის ორგანიზებით და ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით, დოკუმენტური ფილმის - "Миротворці. У горах Сванетії" ჩვენება გაიმართა, რომელიც უკრაინელი სამშვიდობოების დღეს მიეძღვნა.

დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს იმ მხარდაჭერაზე, რომელიც უკრაინამ საქართველოს აღუთქვა 1992-1993 წლებში, აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დროს. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ მოემზადა უკრაინა, უმოკლეს  დროში, საქართველოში ჰუმანიტარული მისიისთვის 1993 წელს, ასევე ასახულია იმ უკრაინელი ჯარისკაცებისა და მოხალისეების გმირობა, რომლებმაც გადაარჩინეს უამრავი დევნილი და მიაწოდეს მათ პირველადი დახმარების ნივთები.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ქ. ხერსონის მერმა ვოლოდიმირ მიკოლაენკომ, ქ. ოდესაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა, დიასპორული ორგანიზაცია „ილორი“-ს ხელმძღვანელმა ელიკო მარკელიამ, უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს ყირიმისა და დონბასის საინფორმაციო რეინტეგრაციის სექტორის ხელმძღვანელმა ვიქტორ ლიტვინოვმა და ფილმის პროდიუსერმა მიროსლავ გაიმ.

ღონისძიების დასასრულს, თორნიკე ბერეკაშვილმა და ვოლოდიმირ მიკოლაენკომ ფილმის რეჟისორსა და A1604 სამხედრო ნაწილის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.