პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს შესახებ ღონისძიება/გამოფენა გაიმართა


10.05.2022

2-4 მაისს, საქართველოს და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ეროვნულ ასამბლეაში, საქართველოს შესახებ ღონისძიება/გამოფენა გაიმართა. ღონისძიება ერთობლივად გახსნეს საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა და კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მეცნიერების, მაუწყებლობის, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლი ვონ ვუკმა.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საპატლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში და ყურადღება გაამახვილა უმაღკესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე.