პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაკედონიის უნივერსიტეტში ქართულ ენას უფასოდ ისწავლიან


12.04.2022

დღეს თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსა და მაკედონიის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რაც გულისხმობს სტუდენტებისთვის ქართული ენის უფასო სწავლებას. შეთანხმების თანახმად, ქართული ენის შემსწავლელი კურსი მაკედონიის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში ჩაიდება.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ და მაკედონიის უნივერსიტეტის რექტორმა სტილიანოს კატრანიდისმა.

სწავლა დაიწყება ახალი სასწავლო წლიდან.

სტუდენტებს ქართულ ენას შეასწავლის პროფესორი ნინო ლუკაშვილი.