პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიუ იორკში საქველმოქმედო ფესტივალი ჩატარდა


28.04.2023

მიმდინარე წლის 22 აპრილს, ქ. ნიუ იორკში ბავშვთა საქველმოქმედო ფესტივალი -  „ხორუმი ქართული ცეკვაა“ პირველად გაიმართა. ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება და შემოსული თანხა საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაეცემათ. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.

ღონისძიებას დაესწო ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ნინუა, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, გააცნო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონ ვლადიმერ კონსტანტინიდის მისასალმებელი სიტყვა და გენერალური საკონსულოს სახელით მონაწილეებს ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ნიუ იორკის, ნიუ ჯერსისა და პენსილვანიის შტატებში მოქმედი რვა ქართული კულტურის ცენტრი:

წმინდამღვდელმოწამეგრიგოლფერაძისსახელობისქართულიკულტურისცენტრი

(პენსილვანია);

ქართული კულტურის ცენტრი „ ფესვები“ (ნიუი ორკი);

ირინა ცეკვის აკადემია (ნიუ იორკი);

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრი ( ნიუ ჯერსი);

ქართული ცეკვისა და ბალეტის სტუდია „ელვა“ (ნიუ იორკი);

ნიუ ჯერსის წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან არსებული ქართული კულტურის ცენტრი ( ნიუ ჯერსი);

Dancing Crane Company – პირველი ქართული კულტურის ცენტრი (ნიუ იორკი).