პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პანდემიის პირობებში დღეს საბერძნეთიდან სამშობლოში კიდევ 171 თანამემამულე დაბრუნდა 


28.07.2020

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, 28 ივლისს შესრულდა ჩარტერული ავიარეისი ათენიდან, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 171 თანამემამულე.

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისიდან რეგულარული ფრენები განახლდება მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის, პარიზი-თბილისი-პარიზისა და რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე.

ახლო მომავალში, ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების განრიგი იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.gda.ge/pages/frenebis-ganrigi-sakartveloshi-dasabruneblad

 

[ხშირად დასმული კითხვები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით]