პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პანდემიის პირობებში რომი-თბილისის რეისით სამშობლოში კიდევ 180 თანამემამულე დაბრუნდა


18.07.2020

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 17 ივლისს შესრულდა ჩარტერული რეისი რომიდან.

აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნდა 180-მდე თანამემამულე, მათ შორის, არასრულწლოვნები, ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული პირები, ფეხმძიმე ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ასევე, ონკოლოგიური პაციენტები და პირები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. ავიარეისით სამშობლოს, აგრეთვე, დაუბრუნდნენ COVID-19-ის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი თანამემამულეებიც.

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახლო მომავალში, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების საქართველოში დასაბრუნებლად, დაგეგმილია ფრენების განხორციელება შემდეგი ქალაქებიდან:

 

[ივლისში საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი სპეციალური (სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული) და კომერციული ავიარეისების განრიგი]

[ხშირად დასმული კითხვები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით]