პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პეკინში ქართველი ხელოვანის - ალექსანდრე გელაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა


24.05.2021

2021 წლის 22 მაისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პეკინის ისტორიულ უბანში, გაიმართა ჩინეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის - ალექსანდრე გელაშვილის ნამუშევრების გამოფენის გახსნა.

გამოფენის გახსნით ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას  და  ისაუბრა ქართველი ხელოვანის შემოქმედებაზე, ასევე, საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურის სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ქართველი მოქანდაკე ალექსანდრე გელაშვილი მრავალი წელია მოღვაწეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. იგი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, მიღებული აქვს პეკინის მე-5 საერთაშორისო ბიენალეს მთავარი პრიზი. მისი პერსონალური გამოფენები უკვე მოეწყო პეკინში, ჩანჩუნში, სიანში, ჩინეთის სხვა ქალაქებში.  

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე გელაშვილი ეწევა, ასევე, საქველმოქმედო საქმიანობას. იგი 2010 წელს ჩინეთის ყველაზე დიდი უცხოელი ფილანტროპების ათეულში ფიგურირებდა.

ქართველი ხელოვანის ნამუშევრების გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.