პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პენსილვანიისა და ნიუ ჯერსის შტატებში იგეგმება საკონსულო ოლქის შემოვლა


29.09.2022

პენსილვანიის და ნიუ ჯერსის  შტატებში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

იგეგმება ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამშრომელთა ვიზიტი პენსილვანიის და ნიუ ჯერსის შტატებში, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, საკონსულო მომსახურების გაწევის მიზნით.

მოქალაქეების მიღება იწარმოებს შემდეგი გრაფიკით:

პენსილვანია:

1 ოქტომბერი (შაბათი), 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, 

მისამართი: 412 Philmont Ave, Feasterville-Trevose, PA 19053

ნიუ ჯერსი:

8 ოქტომბერი (შაბათი), 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, 

მისამართი: 701 Ginesi Dr, Morganville, NJ 07751;

9 ოქტომბერი (კვირა), 10:00 საათიდან 14:00 საათამდე,

მისამართი: წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი;

135 South 3rd Ave, Manville, NJ 08835

 

გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდით შესაბამისი კონსულტაციის მისაღებად შემდეგ ნომერზე:

212 922 1722 

ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: 

[email protected]

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ან/და ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად გთხოვთ, თან იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:

1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

2) მანი ორდერი ($50 ბიომეტრიული პასპორტისთვის & $30 პირადობის მოწმობისთვის სრულწლოვანი პირისათვის. ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში $25 დოლარის ოდენობის);

3) დაბადების მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4) ორი (2) დაბეჭდილი პასპორტის ზომის ფოტოსურათი;

5) მუყაოს კონვერტი, წინასწარ გადახდილი, რომელზეც დატანილი უნდა იყოს თქვენი მისამართით და დაკრული tracking code-ით, რითაც დაგიბრუნდებათ გაცემული დოკუმენტი.

6) არასრულწლოვანის შემთხვევაში 16 წლამდე ასაკის პირზე პასპორტის გაცემისათვის უნდა გამოცხადდეს ორივე მშობელი თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა. 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის შემთხვევაში, კი სავალდებულოა გამოცხადდეს ერთი მშობელი, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობის ასლი.