პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პურმერენდის თეატრში ქართული სამოყვარულო თეატრის პრემიერა გაიმართა


10.05.2022

2022 წლის 7 მაისს, ქალაქ პურმერენდის თეატრში, შედგა ქართული სამოყვარულო თეატრალური დასის “ათინათის” სპექტაკლის პრემიერა. სამოყვარულო დასმა პრემიერის დღეს წამოადგინა სპექტაკლი “ჰელადოსი” - ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით.

პრემიერას დაესწრო ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ასევე,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია.

სპექტაკლს ჰქონდა საქველმოქმედო ხასიათი და ბილეთების რეალიზაციით შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა უკრაინიდან დევნილთა დახმარების ფონდს ნიდერლანდების სამეფოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

https://bit.ly/3yHx5Jh