პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებით რეგულარული ფრენები 5 აგვისტოდან განახლდება 


28.07.2020

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, რიგა - თბილისი - რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია „AirBaltic”-ი შეასრულებს.

აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და  „AirBaltic“-ს შორის. ავიაკომპანია რიგა - თბილისი - რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, რეგულარული რეისების შესრულება აღნიშნულ მიმართულებაზე ორი სიხშირით იგეგმება. ავიარეისების განრიგი ასეთია:

• რიგა - თბილისი, 20 აგვისტომდე - ყოველ ოთხშაბათს (5, 12, 19 აგვისტო);

• თბილისი - რიგა, 20 აგვისტოს ჩათვლით - ყოველ ხუთშაბათს (6, 13, 20 აგვისტო);

• რიგა - თბილისი, 20 აგვისტოს შემდეგ - კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;

• თბილისი - რიგა, 20 აგვისტოს შემდეგ - კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს;

შეგახსნებთ, რომ აგვისტოს დასაწყისიდან რეგულარულ ფრენებს ასევე განაახლებს ავიაკომპანია Lufthansa - მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის მიმართულებით და Air France - თბილისი - პარიზი -თბილისის მიმართულებით.

 

[საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისების განრიგი - ივლისი/აგვისტო]

[ხშირად დასმული კითხვები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით]

 

ფოტო: AirBaltic